
„სექსუალური ნიშნისგან თავისუფალი მოდელი“: მოსწავლეებმა მასწავლებლებს „ბატონოთი“ და „ქალბატონოთი“ აღარ უნდა მიმართონ
გავრცელებული ინფორმაციით, განათლების ეროვნული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსზე ბრიტანელ პედაგოგებს განუცხადეს, რომ მოსწავლეებმა მათ აღარ უნდა მიმართონ „ბატონოთი“ და „ქალბატონოთი“.
„სექსუალური ნიშნისგან თავისუფალი“ განათლების მოდელის დანერგვის მიზნით, ორგანიზაცია „ედუქეით&სელებრეით ჩერითის“ ხელმძღვანელმა პედაგოგებს 90-წუთიანი ვებინარის დროს განუცხადა, რომ მოსწავლეებმა მათთან მიმართებით უნდა გამოიყენონ გენდერის ნიშნისგან თავისუფალი, ნეიტრალური ტერმინები, როგორიცაა, მაგალითად „მასწავლებელი“, ნაცვლად მიმართვებისა, „ბატონო“ და „ქალბატონო“. შესაბამისად, ხმარებიდან უნდა იქნას ამოღებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ბიჭები“, „გოგონები“, „ვაჟი“ და „დედა“ და მათ მაგივრად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ვარიანტები, როგორიცაა, „სტუდენტები“, „მოსწავლეები“, „ბავშვი“ და „მშობელი“.
ლექციის მიმდინარეობისას, რომელიც ჩატარდა და დაფინანსდა განათლების ეროვნული გაერთიანების მიერ, ნეიტრალური ტერმინების გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა ე.წ. „ქცევის ნორმები“, რომლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი პედაგოგი თუ მოსწავლე არ დაიშვება სკოლაში. ლექციაზე ასევე, განაცხადეს, რომ სკოლებმა უნდა წარმოადგინონ „გენდერის ნიშნისგან თავისუფალი“ სკოლის ფორმები, რომლებსაც არ ერქმევათ: „ბიჭის სკოლის ფორმა“ ან „გოგონას სკოლის ფორმა“.
„ედუქეით&სელებრეით ჩერითის“ ვებ-გვერდზე დიდი სიამაყით დაწერეს, რომ აღნიშნულ ინიციატივას ბევრი სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო სკოლა, კოლეჯი თუ ბიზნესი, დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. ორგანიზაციამ ნებისმიერ სკოლას თუ სასწავლებელს შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა აღუთქვა, გენდერული ნიშნისგან თავისუფალი მოდელის დანერგვისა და წარმატებულად განხორციელების მიზნით.
გამოცემა „ტელეგრაფის“ თანახმად, „ედუქეით&სელებრეით ჩერითი“ ადრე სახელმწიფოს განათლების დეპარტამენტის მიერ ფინანსდებოდა და ამტკიცებდა სახელმწიფო კონტრაქტებს.
ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელიც ესწრებოდა ზემოაღნიშნულ ვებინარს, გააკრიტიკა განათლების ეროვნული გაერთიანება, ულტრამემარცხენე ჯგუფის ლექციის დაფინანსების გამო.
„ეს არის ტრანსაქტივისტების პროპაგანდა და სრულად ეწინააღმდეგება საზოგადოებაში მიღებულ ჩვეულ ნორმებს. მასწავლებლები ვებინარის ხელმძღვანელის ნათქვამს მიიღებენ, როგორც ფაქტს, რადგან ის განათლების ეროვნული გაერთიანების მიერ არის ორგანიზებული“, განაცხადა პედაგოგმა გამოცემა “ტელეგრაფთან” საუბრისას, რომელმაც შემდგომი დევნის შიშით ანონიმურად დარჩენა არჩია. ქალმა პედაგოგმა ასევე, განაცხადა, რომ პირადად თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, როგორც ქალი, იმ რჩევების და დირექტივების გამო, რასაც იძლევა ორგანიზაცია „ედუქეით&სელებრეით ჩერითი.“
Tags: კულტურა პოლიტიკა საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა ევროპა მენტალური პრობლემები დიდი ბრიტანეთი
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის