ოკლაჰომას შტატის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მამრობითი სქესის სტუდენტებს უკრძალავს გოგონების სპორტში მონაწილეობის მიღებას

ოკლაჰომას შტატის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მამრობითი სქესის სტუდენტებს უკრძალავს გოგონების სპორტში მონაწილეობის მიღებას

ოკლაჰომას შტატში წარმომადგენელთა პალატამ პარტიული კენჭისყრით მიიღო აქტი, სახელწოდებით – „გადავარჩინოთ ქალების სპორტი“. კანონპროექტი ბიოლოგიურ მამაკაცებს არ აძლევს უფლებას იასპარეზონ საჯარო სკოლებისა თუ უნივერსიტეტების მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა სპორტულ გუნდებში.

კანონპროექტის თანახმად, ათლეტურ გუნდებში, რომელიც შექმნილია მხოლოდ „მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის“ „ქალებისთვის“ ან „გოგონებისთვის“,  არ დაიშვებიან მამრობითი სქესის წარმომადგენლები. აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, ქალებს მიეცეთ შესაძლებლობა იასპარეზონ სამართლიან პირობებში, განაცხადა კანონპროექტის ავტორმა ადგილობრივი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ასევე დაამატა, „ჩვენ არ გვინდა, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ვერ დავიცავთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს. გოგონებს უფლება აქვთ ქალების სპორტში გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობები, უნივერსიტეტების სახელით იბრძოლონ ეროვნული მასშტაბის  რეკორდების დასამყარებლად და სტიპენდიების მოსაპოვებლად“.

კანონპროექტი, რომელიც მიიღეს 79 ხმით 18-ის წინააღმდეგ, მშობლებისა თუ კანონიერი მეურვეებისგან ასევე, ითხოვს, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერით დაადასტურონ თავიანთი შვილის ბიოლოგიური სქესი, რათა ბავშვებმა შეძლონ სკოლის სპორტულ გუნდში ასპარეზობა. 18 წლის და უფროსი ასაკის სტუდენტებს კი საკუთარი ხელმოწერით შეუძლიათ დაადასტურონ თავიანთი ბიოლოგიური სქესი.

კანონპროექტი უკვე მზად არის და განსახილველად სენატში გადაიგზავნება.

ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც ტრანსგენდერ ათლეტებს უკრძალავს ქალების სპორტში მონაწილებას, მიიღეს ასევე, რესპუბლიკელების მიერ მართულ თერთმეტ სხვა შტატში, რომელთა შორის არის ოჰაიო, აიოვა და სამხრეთ დაკოტა.

Tags: აშშ ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები