კომპანია „Disney“ ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის სულ უფრო მეტ LGBTQ+ შინაარსის შემცველ პროდუქციას აწარმოებს

კომპანია „Disney“ ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის სულ უფრო მეტ LGBTQ+ შინაარსის შემცველ პროდუქციას აწარმოებს

კომპანია  „Disney“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ ჩეპეკმა თავის თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანიას უნდა დაეგმო ფლორიდას შტატში მიღებული კანონპროექტი მშობელთა უფლებების შესახებ ბავშვების განათლების სფეროში, რომლის თანახმადაც სექსუალური და ტრანსგენდერული იდეოლოგიის საკითხების სწავლება იკრძალება ბავშვების იმ ასაკობრივი კატეგორიისთვის, რომელიც მოიცავს მცირეწლოვნებს სკოლამდელი აღსაზრდელებიდან მესამე კლასელების ჩათვლით.

ჩეპეკის აღნიშნული განცხადების შემდეგ მეამბოხე პერსონალმა ერთდღიანი საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.

ქუჩაში მოწყობილი ვირტუალური მუნიციპალური ორგანოს საშუალებით Disney-ის ხელმძღვანელობა ცდილობდა  კომპანიაში არსებული შიდა დაპირისპირების ჩახშობას, რა დროსაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი განაგრძობდა ბოდიშის მოხდას და თავისი საჯარო განცხადებების მუდმივად ცვლას კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც კრიტიკოსებმა ცინიკურად „ნუ ამბობ გეი“-კანონპროექტი უწოდეს.

„ჩვენ გვესმის, რომ ოპერატიული მოქმედებაა საჭირო და მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი. ამდენად, ჩვენ უკვე ვახორციელებთ ქმედით ზომებს“, განაცხადა ჩეპეკმა, რომლის რეპლიკებიც საინფორმაციო სააგენტო „Reuters“-ის მიერ გავრცელდა.

ერთ-ერთი ასეთი  „ქმედითი ზომა“ გულისხმობდა საჯარო ბოდიშის მოხდას და სინანულის გამოხატვას წარსული ქმედებების გამო. ასევე, „სპეციალური სამუშაო ჯგუფის“ შექმნას, რომელიც „განახორციელებდა სამოქმედო გეგმას, უფრო მეტი  LGBT თემის შინაარსის შემცველი პროდუქტის მიწოდების მიზნით ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის“, იტყობინება გამოცემა Street Journal-ი.

ჩეპეკმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა კომპანიის მემორანდუმის გამო, სადაც იგი აცხადებს, რომ კორპორაციას შეუძლია „უდიდესი ზეგავლენა“ იქონიოს „სამყაროზე და  გახადოს იგი უფრო მეტად ინკლუზიური იმ შთამაგონებელი შინაარსის პროდუქტის შეთავაზების საშუალებით, რასაც ჩვენი კომპანია აწარმოებს“.

სამი დღის შემდეგ მან წერილობითი ფორმით  კვლავ ბოდიში მოუხადა უშუალოდ თანამშრომლებს.

„ცხადია, რომ ეს მხოლოდ ფლორიდას შტატში მიღებულ კანონპროექტს არ ეხება, არამედ აქ ადამიანის ძირეული უფლებების დაცვის კიდევ ერთ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. თქვენ გჭირდებოდათ უფრო ძლიერი მოკავშირე თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში. თუმცა, მე იმედები გაგიცრუეთ. მაპატიეთ.“, ნათქვამია ჩეპეკის წერილში.

მან ასევე, განცხადება გააკეთა ფლორიდას შტატში არჩეული თანამდებობის პირებისთვის ყველა შემოწირულობის შეჩერების შესახებ, თუმცა, გაფიცულმა თანამშრომლებმა კვლავ მოაწყვეს საპროტესტო მსვლელობა.

ჩეპეკმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი იწყებენ მოსმენის გლობალურ ტურს და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით შეხვდებიან თანამშრომლებს. და მათი ეს აქტი იქნება მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გამო სინანულის გამოხატვა.

კომპანია „Disney“-იმ განაცხადა, რომ „სამუშაო ჯგუფი“ მოიძიებს ექსპერტებს, რომლებიც შეიმუშავებენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რაც დაადსტურებს, რომ „Disney“-ი არის ძალა, რომელსაც დიდი სიკეთე მოაქვს LGBTQ+ თემებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

Tags: კულტურა პოლიტიკა აშშ საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები