აშშ-ში ავღანელი მოსახლეობის სწრაფი ზრდა აღინიშნება, უმრავლესობა სახელმწიფოს შემწეობით ცხოვრობს

აშშ-ში ავღანელი მოსახლეობის სწრაფი ზრდა აღინიშნება, უმრავლესობა სახელმწიფოს შემწეობით ცხოვრობს

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში აშშ-ში ავღანელი მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა, რაც განპირობებულია იმით, რომ მათი უმრავლესობა სახელმწიფოს შემწეობის მინიმუმ ერთ ფორმას მაინც იღებს, ეს კი ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისგან ფინანსდება.

მიგრაციის  შემსწავლელი ცენტრის ახალი კვლევის მიხედვით, 2019 წელს, ავღანელ მიგრანტთა რაოდენობამ 133 000-ს მიაღწია, რაც სამჯერ მეტია 2001 წელს, ავღანეთის ომამდე პერიოდთან შედარებით.

„ჩვენი დაკვირვებით დიდი ნაწილი, თუმცა არა ყველა, აშშ-ში არსებობისთვის იბრძვის“, – აღნიშნა მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის დირექტორმა კვლევის დარგში, სტივენ კამაროტამ.

კვლევის მიხედვით, ავღანელი მიგრანტები ადგილობრივ ამერიკელებთან შედარებით 3-ჯერ მეტ კვების ტალონს მოიხმარენ, ამასთან, ავღანელი მიგრანტების 4 სახლეულიდან 1 სიღარიბეში ცხოვრობს, როდესაც ეს მაჩვენებელი ადგილობრივი მოსახლეობისათვის 16-დან 2 არის.

აშშ-ში ავღანელი პოპულაციის გაზრდასთან ერთან, კლებულობს მათი განათლების მაჩვენებელი. დღესდღეობით, ავღანელი მიგრანტების მხოლოდ 26%-ს აქვს მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი.

ის სფერო, რომელშიც ავღანელი მიგრანტები „ჯობნიან“ ადგილობრივ მოსახლეობას შობადობაა. შობადობის მაჩვენებელი მიგრანტებში თითქმის სამჯერ მაღალია ამერიკელებთან შედარებით.

აგვისტოდან სექტემბრამდე 21 დღიან პერიოდში ბაიდენის ადმინისტრაციამ 48 000 მიგრანტი ჩაასახლა ამერიკაში, შემდეგი 12 თვის განმავლობაში კი  95 000 მიგრანტის  მუდმივი ცხოვრების უფლებით ჩასახლება იგეგმება, რაც გადასახადების გადამხდელ ამერიკელ მოსახლეობას მინიმუმ 6,4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.