სალვინი: უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, სანამ 20 მილიონი აფრიკელი მიგრანტი საკვები პროდუქტების კრიზისის გამო ევროპისკენ დაიძრება

სალვინი: უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, სანამ 20 მილიონი აფრიკელი მიგრანტი საკვები პროდუქტების კრიზისის გამო ევროპისკენ დაიძრება

თუ უკრაინის ომი მაისში არ დასრულდება, აფრიკაში შექმნილმა საკვები პროდუქტების დეფიციტმა შესაძლოა იმიგრაციის მასიური ტალღა გამოიწვიოს, აცხადებს მატეო სალვინი, იტალიის ლიგის პარტიის ლიდერი.

უკრაინული მარცვლეულის გარეშე „აფრიკის კონტინენტს სერიოზული შიმშილობა ემუქრება, რაც ჰუმანუტარულიდან სოციალურში გადაიზრდება, საბოლოოდ კი იტალიის პრობლემა გახდება. მშვიდობა თუ არ დამყარდა, შემოდგომაზე შიმშილობა გარდაუვალია და 20 მილიონი აფრიკელი უკვე მზად იქნება საკუთარი ქვეყნების დასატოვებლად“, განაცხადა სალვინიმ.

მან ასევე, დასძინა, რომ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მაისში დასრულდეს კონფლიქტი და მშვიდობა დამყარდეს, რაც „მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ასევე, რუსეთისა და იტალიისთვის“.

ბრიფინგზე სალვინიმ განაცხადა, რომ მან  კონსულტაციის გამართვა მოითხოვა ვაშიგნტონიდან ახლადდაბრუნებულ  პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, რომელიც ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა, იუწყება უნგრეთის მედია გამოშვება.

სალვინიმ განმარტა, რომ ცეცხლის შეძლებისდაგვარად მალე შეწყვეტა მისი პარტიის მთავარი პრიორიტეტია, რისკენაც მისი პოლიტიკური გაერთიანება მთელს ევროპულ კავშირს მოუწოდებს.

„თუ იარაღზე 80 მილიარდი ევრო იხარჯება ევროპაში, ძალიან რთული გახდება მშვიდობის მიღწევა; რაც უფრო მეტი იარაღი გაიგზავნება კონფლიქტის ზონაში, მით მეტი ხნით გადაიდება მშვიდობის დამყარება“, განაცხადა მან.

ლიგის პარტიის ლიდერმა, რომელიც იტალიის მმართველი პარტიების ნაწილს წარმოადგენს ასევე, განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრ დრაგის სთხოვა, რომ  მშვიდობისკენ მოწოდების საკითხში მედროშე გამხდარიყო.

„ევროპაში არის ისეთი ქვეყნები, რომლებიც ემხრობიან ომს, მაგრამ იტალიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ მშვიდობის მისაღწევად უნდა იმოქმედონ“, თქვა სალვინიმ და აღნიშნა, რომ გამოკითხვის თანახმად, იტალიელი მოსახლეობის უმრავლესობას ასევე,  მშვიდობა სურს.

დრაგიმ კიდევ ერთხელ დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი, რომ რომი ომის დაწყებიდან კიდევ ერთხელ, ანუ, მესამეჯერ გააგზავნის იარაღს უკრაინაში და უკრაინის მეზობელ წევრ ქვეყნებში NATO-ს დამატებითი ძალებით გააძლიერებს.

ყოველდღიური ადგილობრივი გამოცემის Corriere della Sera-ს ცნობით, კიევში გაგზავნილი ტვირთი მოიცავს მაღალტექნოლოგიურ სამხედრო აღჭურვილობას და ასევე, მძიმე იარაღს. ერთ-ერთმა მმართველმა პარტიამ მოითხოვა, რომ იარაღის გაგზავნის საკითხი საპარლამენტო კენჭისყრაზე დაეყენებინათ, მაგრამ დრაგიმ აღნიშნულთან დაკავშირებით ხმის მიცემის ჩატარება გამორიცხა.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე 19 მაისს წარდგება და პარტიებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს.

Tags: ომი რუსეთი NATO აშშ საზოგადოება ევროპა