
ჯონს ჰოპკინსის ბავშვთა სექსუალური ძალადობის პრევენციის ცენტრმა დაიქირავა პროფესორი, რომელიც პედოფილებს იცავდა
ჯონს ჰოპკინსის ბავშვთა სექსუალური ძალადობის პრევენციის ცენტრმა სამსახურში აიყვანა ძველი დომინიონის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, რომელიც შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც ამტკიცებდა, რომ ბავშვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა ყოველთვის ამორალური არ არის და რომ მას სურს, პედოფილების დესტიგმატიზაცია მოახდინოს.
„გვსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ დოქტორი ელინ უოლკერი შემოუერთდება ჰოპკინსის ცენტრის გუნდს, როგორც პოსტდოქტორანტი“, განაცხადა ბავშვთა ძალადობის პრევენციის ცენტრის ადმინისტრაციამ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრი მიზნად ისახავს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის აღკვეთას და ამ მისიის წარმატებულად განსახორციელებლად დაიქირავა ელინ უოლკერი, რომელიც, რაოდენ კომიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ცდილობს ტერმინი „პედოფილები“ ჩაანაცვლოს შემდეგი სიტყვათშეთანხმებით – „არასრულწლოვნების მიმართ მიზიდულობის მქონე პირები“, ანუ MAP. მან აღნიშნულ თემას წიგნიც კი მიუძღვნა, სახელწოდებით – „გრძელი ბნელი ჩრდილი: „არასრულწლოვნების მიმართ მიზიდულობის მქონე პირები და მათ მიერ ღირსების ძიება“.
ვიდეოში, რომელიც გასული წლის ბოლოს გავრცელდა, უოლკერი განმარტავს, რომ ის თავის წიგნში სიტყვა „პედოფილების“ ნაცვლად იყენებს ტერმინს „არასრულწლოვნების მიმართ მიზიდულობის მქონე პირები“ ანუ MAP, „რადგან მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული ჯგუფის წევრების მიმართ ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, რომელიც ამ ჯგუფის წევრებს სურთ, რომ მათ მიმართ გამოიყენონ“.
პროფესორმა ასევე, დაამატა, რომ “MAP-ის უფლებადამცველი ჯგუფები“ მხარს უჭერენ ამ ტერმინის გამოყენებას „უმეტესწილად იმიტომ, რომ ის ნაკლებად სტიგმატიზირებულია, ვიდრე სხვა ტერმინები, როგორიცაა, მაგალითად „პედოფილი“.
”ბევრი ადამიანი, რომელსაც ესმის ტერმინი „პედოფილი“, ავტომატურად თვლის, რომ ეს ნიშნავს სექსუალურ მოძალადეს, რაც არ არის სიმართლე. და შესაბამისად, ეს იწვევს უამრავ მცდარ წარმოდგენას ისეთი ადამიანების მიმართ, რომელიც უბრალოდ, სექსუალურ მიზიდულობას გრძნობენ არასრულწლოვნების მიმართ“, დასძინა უოლკერმა.
პროფესორმა ასევე, მიმართა მათ, რომლებიც ამბობენ რომ ტერმინის – „არასრულწლოვნების მიმართ მიზიდულობის მქონე პირები“ ანუ MAP – გამოყენება გულისხმობს იმას, რომ „არაფერია დასაძრახისი, თუ პირი გარკვეულ მიზიდულობას გრძნობს ბავშვების მიმართ“ და განმარტა, რომ ვინმეს მიმართ მიზიდულობის ქონა აუცილებლად ამორალობას არ ნიშნავს“.
ნოემბერში უოლკერმა ძველი დომინიონის უნივერსიტეტში დატოვა თავისი თანამდებობა და ამტკიცებდა, რომ მისი კვლევა „არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ზოგიერთი მედია თუ ინტერნეტ-გამოცემის საშუალებით, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ის წარმოადგენს ტრანსგენდერ ბიოლოგიურ ქალს.
„ჩემი კვლევა არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ზოგიერთი მედია თუ ინტერნეტ-გამოცემის საშუალებით, ნაწილობრივ, ჩემი ტრანსგენდერული იდენტობის გამო“, ამტკიცებს უოლკერი.
Tags: კულტურა პოლიტიკა აშშ საზოგადოება
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის