საელჩოები 17 მაისს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქართველოში ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ლგბტქი+ პირებმა დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი

საელჩოები 17 მაისს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქართველოში ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ლგბტქი+ პირებმა დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი 17 მაისთან დაკავშირებით  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვის თაობაზე.

განცხადების ხელმომწერთა აზრით, საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად  მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ჰომოფობიასთანბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს  მხარდაჭერასა და სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელგეიბისექსუალტრანსგენდერქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს. ლგბტქიადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთერთი ყველაზე მარგინალიზებული, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფიათემის წარმომადგენლები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციისა თუ ძალადობის მსხვერპლნირის შესახებაც ინფორმაცია ხშირად დაფარულია საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მათი უფლებების , უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოებაში ინტეგრირება კი კვლავ აქტუალურ გამოწვევად რჩება.

ვწუხვართრომ წინა წლების მსგავსად საქართველოს მოქალაქეები თავს იკავებენ, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა ლგბტქიპირთა მიმართ და დაგმონ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია.

გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანების ჯგუფის მშვიდობიანი შეკრება, აღკვეთოს ყველანაირი დისკრიმინაცია და ძალადობა, რათა მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ ჰომოფობიასთანბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOBIT), მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადო დაცვით“, ნათქვამია გაცხადებაში. 

დიპლომატიური კორპუსი ყურადღებას ამახვილებს გასული წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლებას მოუწოდებს,  ძალადობის ყველა წამქეზებელი თუ ჩამდენი პირი გაასამართლოს და სათანადო სასჯელი შეუფარდოს.

ჩვენთვის ცნობილიარომ 2021 წლის 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენებისღირსების მარშის ჩაშლისა და ლგბტქიპირებისა და მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. თუმცა,  ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ  ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი გაასამართლოს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე  უჭერს მხარს მრავალფეროვნებას და თვლის, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ფრიად მნიშვნელოვანია.

ბოლოდროინდელი მონაცემებითსაქართველოში მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვირომელთათვისაც მიუღებელია ლგბტქიპირთათვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა და მიიჩნევენრომ სახელმწიფო სათანადო რეაგირებას არ ახდენს ლგბტქიპირების მიმართ გამოხატული ძალადობისა და დისკრიმინაციის აღსაკვეთად.

სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებასლგბტქიუფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცულიმათ შორისადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საშუალებითასევე, აუცილებელია, რომ გაძლიერდეს სოციალური დაცვ და ლგბტქითემის მოწყვლადი წარმომადგენლების მხარდაჭერა ისეთ მტკივნეულ საკითხებშიროგორიცაა, სასურსათო დაუცველობაუსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის მომსახურების წვდომასთან დაკავშირებული სირთულეები– აღნიშნავენ განცხადების ავტორები, – საქართველოს სახელმწიფოპოლიტიკურსამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს მოვუწოდებთთავიანთი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში ძალისხმევა არ დააკლონ დისკრიმინაციისსტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველადმათ შორის, პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და ლგბტქითემებთან კონსტრუქციული დიალოგის გზითყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად“.

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. საქართველოში კი ლგბტქ+ ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სათანადოდ აღნიშნონ ეს მათთვის მნიშვნელოვანი დღე, რადგან ძალადობრივი დაჯგუფებები მათ ამაში ხელს უშლიან.

Tags: კულტურა პოლიტიკა საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა ევროპა ევროკავშირი მენტალური პრობლემები