ბრიტანეთში ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვებისა და ეჭვების გაჩენის გამო მოსწავლე გოგონას სკოლიდან წასვლა აიძულეს

ბრიტანეთში ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვებისა და ეჭვების გაჩენის გამო მოსწავლე გოგონას სკოლიდან წასვლა აიძულეს

სკოლის მოსწავლე გოგონა, რომელიც ტრანსფობიაზე საუბრის შემდეგ ამტკიცებდა, რომ ბიოლოგიური სქესი რეალურად არსებობს, იძულებული გახდა სკოლა დაეტოვებინა. მას  სკოლაში მოწვეული მომხსენებლის მიერ ტრანსგენდერული იდეოლოგიის შესახებ გამოთქმულ შეხედულებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები და ეჭვები გაუჩნდა, რის გამოც თანაკლასელებმა მისი შევიწროვება და დევნა დაიწყეს, აცხადებს სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი.

ლორდთა პალატის ქალი წარმომადგენელი ტრანსფობიაზე სასაუბროდ  გოგონების კერძო სკოლას ეწვია, რა დროსაც ერთ-ერთ მოსწავლეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები და ეჭვები გაუჩნდა. მოგვიანებით მოსწავლე გოგონამ გამოცემა The Times-თან საუბრისას განაცხადა: „ენას, რომელსაც ის იყენებდა, გულისხმობდა კრიტიკულ თეორიას, რომელსაც ქალებთან დაკავშირებით გაკეთებულ განაზღვრებაში ბიოლოგიურ რეალობაზე უპირატესობა გააჩნდა“ და ასევე, დაამატა, რომ „როცა აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები და ეჭვები გამიჩნდა, მან მითხრა, რომ ეს არ იყო სემანტიკის საკითხი და ასევე, აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში არ არის დაცული ტრანსგენდერი პირების ძირითადი უფლებები. ამ დიალოგის შემდეგ მე დაველაპარაკე მას და მოვუბოდიშე კიდეც, ჩემი შესაძლო უხეში საქციელის გამო“.

როგორც გოგონა აღნიშნავს, ინციდენტი ამით ამოიწურა და ისინი ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ. თუმცა, მეორე დღეს სკოლაში დაბრუნების შემდეგ იგი სამოცამდე მოსწავლე გოგონამ  ალყაში მოაქცია, რომლებიც მას უყვიროდნენ, ლანძღავდნენ, აგინებდნენ და აფურთხებდნენ. მან დიდი მცდელობის შედეგად თავი დააღწია მოძალადეებს, თუმცა, გაქცევის დროს, ნერვიულობის გამო სუნთქვა შეეკრა. თავდაპირველად  მასწავლებლები თითქოს გოგონას მხარეს იყვნენ და ცდილობდნენ მხარდაჭერა გამოეხატათ მის მიმართ, თუმცა, მათი მხარდაჭერა უმალ გაქრა მას შემდეგ, რაც თანაკლასელებმა გოგონა ერთხმად დაადანაშაულეს  ტრანსფობიაში.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მოზარდმა რამდენჯერმე სცადა სკოლაში დაბრუნება და სწავლის გაგრძელება, მაგრამ მას უთხრეს, რომ ბიბლიოთეკაში უნდა ემუშავა, თუ იგი რამე პროვოკაციულს იტყოდა გაკვეთილზე. გოგონა, რომელსაც მოსწავლეები გამუდმებით  ტრანსფობიაში ადანაშაულებდნენ, მთელი სკოლის მხრიდან შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლად იქცა. ის შესვენებებს და ლანჩის დროსაც კი ბიბლიოთეკაში ატარებდა. საბოლოოდ, გოგონა იძულებული გახდა, რომ სკოლიდან წასულიყო და ახლა იგი სახლში იღებს განათლებას.

როგორც სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა განაცხადა, „ჩვენ ვიცით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის გაჟღერება სასტიკად  იკრძალება და მკაცრად კონტროლდება სკოლის გარეთაც კი; ვინც ამას გაბედავს, ის მაშინვე ბულინგისა და ზეწოლის მსხვერპლად იქცევა და იგივე ხდება სკოლებშიც.

იმავე მასწავლებელმა ტრანსგენდერული ტრენდის ვებგვერდისთვის დაწერა, რომ „იყო დრო, როცა სკოლაში ქრისტიანული და სხვა რელიგიების წარმომადგენლებს იწვევდნენ, მორალის და ეთიკის ნორმებსა და საკითხებზე სასაუბროდ, რითაც მოსწავლეებს ფიქრისა და განსჯისათვის გარკვეული საზრდო მიეწოდებოდათ. აღნიშნულ თემებსა და საკითხებზე ბავშვებს კითხვა-პასუხის რეჟიმში შეეძლოთ საკუთარი ფიქრებისა და მოსაზრებების გაზიარება, მათ შორის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმაც კი, იმ შეთხვევაში, თუ რამეს არ ეთანხმებოდნენ“.

მასწავლებელმა ასევე, აღნიშნა, რომ „გოგონას მხრიდან ტრანსგენდერული იდეოლოგიის მიმართ  საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა გარკვეულწილად გულუბრყვილობა იყო, რადგან მან ვერ გააცნობიერა, რომ „ეს არის იდეოლოგია“ და რომ მას უბრალოდ, არ ჰქონდა უფლება, ამ იდეოლოგიის მიმართ მხარდაჭერა არ გამოეხატა და შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოსალოდნელიც იყო – სკოლის მოსწავლე გოგონა შეურაცხყოფის, შევიწროვების და ძალადობის მსხვერპლი გახდა თავისივე თანაკლასელების მხრიდან, რამაც აიძულა კიდეც სკოლის დატოვება“.

Tags: კულტურა საზოგადოება ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები დიდი ბრიტანეთი