გამოკითხვის თანახმად, თითქმის ყოველი მეხუთე დემოკრატი ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, მათ შორის, ბავშვის დაბადების მომენტამდეც კი, მხარს უჭერს აბორტს

გამოკითხვის თანახმად, თითქმის ყოველი მეხუთე დემოკრატი ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, მათ შორის, ბავშვის დაბადების მომენტამდეც კი, მხარს უჭერს აბორტს

ტრაფალგარის ჯგუფის მიერ ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობის აზრით, აბორტის გაკეთება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში უნდა იყოს დასაშვები, თუმცა, თითქმის 5-დან ერთი დემოკრატი თვლის, რომ აბორტი ლეგალური უნდა იყოს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, მათ შორის, ბავშვის დაბადების მომენტმდეც კი.

აღნიშნული გამოკითხვის შედეგებმა, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილება ე.წ. Roe v. Wade-ის აბორტის მხარდამჭერი კანონის გაუქმების შესახებ, ცხადყო, რომ ამერიკელების დიდი უმრავლესობის აზრით, აბორტის გაკეთებაზე საკმაოდ მკაცრი წესები უნდა იქნას შემოღებული. საერთო ჯამში, გამოკითხულთა 57,6%-მა განაცხადა, რომ აბორტის გაკეთება მხოლოდ „კონკრეტულ შემთხვევებში“ უნდა იყოს ლეგალური.

მათგან: 24%-მა თქვა, რომ აბორტი არალეგალური უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება გაუპატიურებას, ინცესტს ან დედის სიცოცხლის შენარჩუნებას, 19,7%-ის აზრით, აბორტი არალეგალური უნდა იყოს ნაყოფის გულისცემის დაფიქსირების მომენტიდან, 13,9% კი თვლის, რომ ის არალეგალური უნდა იყოს „გარდა დედის შემთხვევისა“.

ამერიკელების 11,6% კი თვლის, რომ აბორტი ლეგალური უნდა იყოს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, მათ შორის, ბავშვის დაბადების მომენტამდეც კი და თითქმის ერთი მესამედის აზრით, აბორტი ლეგალური უნდა იყოს როგორც პირველ, ასევე მეორე ტრიმესტრში.

როგორც რესპუბლიკელების ასევე, დამოუკიდებელ ამომრჩეველთა უმრავლესობას – შესაბამისად 81,5% და 54,6% – მიაჩნია, რომ აბორტი ლეგალური უნდა იყოს მხოლოდ გარკვეულ კონკრეტულ გარემოებებში.

დემოკრატების მესამედზე მეტი, ანუ 35,9%, ასევე, იზიარებს აღნიშნულ შეხედულებას. თუმცა, დემოკრატების 45,3% ფიქრობს, რომ აბორტი ლეგალური უნდა იყოს, როგორც პირველ, ასევე მეორე ტრიმესტრში და თითქმის ყოველი მეხუთე დემოკრატი, ანუ – 18,8 პროცენტი, თვლის, რომ აბორტი ლეგალური უნდა იყოს ბავშვის დაბადების მომენტამდე, მათ შორის, „ბავშვის ნაწილობრივ დაბადების დროსაც კი“.

2022 წლის 6-8 მაისს ჩატარებული გამოკითხვა, რომელშიც 1000-მა პოტენციურმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, მოჰყვა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ წინასწარ გადაწყვეტილებას ე.წ. Roe v. Wade-ის აბორტის მხარდამჭერი კანონის გაუქმების შესახებ.

მემარცხენეებმა აბორტის საწინააღმდეგო წინასწარი გადაწყვეტილება მოსამართლეების სახლების და უზენაესი სასამართლოს წინ გააპროტესტეს, სადაც ზოგიერთი პროტესტანტი თავის შეძახილებში სატანასაც კი ადიდებდა იმ ქრისტიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ჯერ კიდევ დაუბადებელი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

Tags: პოლიტიკა მსოფლიო აშშ საზოგადოება იდეოლოგია