
აშშ-ის მრჩეველთა ასოციაცია მხარს უჭერს სკოლების გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლებს დაუმალონ ინფორმაცია თავიანთი შვილების გენდერული ცვლილების შესახებ
ასობით ასეულმა სასკოლო ოლქმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღო სახელმძღვანელო მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მასწავლებლები მოსწავლის მხრიდან გენდერული იდენტობის გამოვლენის შემთხვევაში. ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც ხაზგასმით არის აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებებში, არის ის, რომ ინფორმაცია მოსწავლის გენდერული იდენტობის გამოვლენის შესახებ მკაცრად უნდა იყოს გასაიდუმლოებული და არ მივიდეს მშობლების ან მეურვეების ყურამდე.
სოციალური მედიის საშუალებით მშობლებმა, აღმზრდელებმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ სკოლებში, რომლებსაც ისინი საკუთარ შვილებს ანდობენ, მშობლების ინფორმირების გარეშე დანერგილია გენდერის დამადასტურებელი მოდელი. როგორც მშობლებისთვის გახდა ცნობილი, სკოლის სასწავლო პროგრამის თანახმად, არა მარტო იმ მოსწავლეების მხარდაჭერა ხდება, რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარი გენდერის ძიებაში არიან, არამედ სხვა მოსწავლეების წახალისებაც, რომ მიბაძონ იმ თანაკლასელებს და სკოლელებს, რომლებიც ცდილობენ მათთვის ყველაზე პრიორიტეტული და მისაღები გენდერი აღმოაჩინონ, რათა საკუთარი თავი კომფორტულად იგრძნონ. მშობლები აღნიშნული ინფორმაციის გაგებით სრულიად გაოგნეულნი არიან.
2016 წელს ამერიკის სკოლების მრჩეველთა ასოციაციმა მიიღო და გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მითითებები „ტრანსგენდერ/გენდერდაუდასტურებელ ახალგაზარდებზე“. მასში წარმოდგენილია მრჩეველთა ასოციაციის პოზიცია, რომ ისინი, ერთნაირად და სამართლიანად უნდა მოეპყრონ ყველა მოსწავლეს, ღირსებით და პატივისცემით, როგორც უნიკალურ ინდივიდებს, დისკრიმინაციის, შევიწროვების და ბულინგის გამოვლენის გარეშე, მათი რეალური თუ აღქმული გენდერული იდენტობის და გენდერული გამოხატვის საფუძველზე. სკოლის მრჩევლები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით, რათა „მოხდეს LGBTQ ადამიანების მაქსიმალური ინკლუზირება და სოციალური ინტეგრაცია, მათი საზოგადოებიდან გარიყვა და სტიგმატიზაცია კი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“.
Tags: პოლიტიკა აშშ საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის