ტრანსგენდერი მოცურავეები, ანუ, ბიოლოგიური მამაკაცი ათლეტები, ქალების სპორტულ შეჯიბრებებში ვეღარ იასპარეზებენ

ტრანსგენდერი მოცურავეები, ანუ, ბიოლოგიური მამაკაცი ათლეტები, ქალების სპორტულ შეჯიბრებებში ვეღარ იასპარეზებენ

ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ – FINA – ტრანსგენდერი მოცურავეების ქალების სპორტში მონაწილეობის აკძალვის საკითხს მხარი დაუჭირა.

ორგანიზაციამ კენჭისყრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის რიგგარეშე კონგრესის მიმდინარეობის დროს ჩაატარა, რა დროსაც  FINA-ს 152-მა წევრმა თავისი გადაწყვეტილება წარადგინა.

კენჭისყრის შედეგად, ხმისმიმცემთა 71%-მა ტრანს-ათლეტების ქალების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვას მხარი დაუჭირა, იმ შემთხვევაში, თუ ქალების გუნდში ასპარეზობის მიზნით, ისინი (ტრანს-ქალები, ანუ, ბიოლოგიური მამაკაცები) პუბერტატულ ასაკში სქესობრივი მომწიფების დამთრგუნავ ჰორმონებს მიიღებენ.

თუმცა, ტრანსგენდერი ქალების ცურვის შეჯიბრებებიდან მთლიანად მოხსნის ნაცვლად ცურვის საერთაშორისო ფედერაცია მიზნად ისახავს შეჯიბრებებზე ე.წ. „ღია“ კატეგორიის შექმნას მათთვის, ვისი გენდერული იდენტობაც მათი ბუნებითად მინიჭებული ბიოლოგიური სქესისგან განსხვავდება.

კენჭისყრა მას შემდეგ ჩატარდა, რაც FINA-ს წევრებმა მედიცინის, სამართლისა და სპორტის სამყაროს წამყვანი ფიგურებისგან დაკომპლექტებულ ტრანსგენდერთა სამუშაო ჯგუფისგან მოხსენება მოისმინეს. უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ორგანიზაცია ტრანსგენდერი ათლეტებისთვის შეჯიბრში მონაწილეობის სტანტარტების შემუშავებას ცდილობს.

ტრანსგენდერი ქალების ცურვის შეჯიბრში ჩართვა ბევრისთვის კამათის საგნად  მას შემდეგ იქცა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ლია ტომასმა, ტრანსგენდერმა ათლეტმა ქალმა (ბიოლოგიურმა მამაკაცმა) ქალების ცურვის ჩემპიონატში – NCAA – გამარჯვება მოიპოვა.

Tags: კულტურა მსოფლიო საზოგადოება იდეოლოგია