აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ დემოკრატების უმრავლესობის აზრით, ბავშვებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სურვილისამებრ შეარჩიონ ნაცვალსახელები, რომლითაც სურთ რომ მათ მიმართონ

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ დემოკრატების უმრავლესობის აზრით, ბავშვებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სურვილისამებრ შეარჩიონ ნაცვალსახელები, რომლითაც სურთ რომ მათ მიმართონ

May’s Harvard-Harris-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დემოკრატების უმრავლესობა თვლის, რომ ბავშვებს უნდა შეეძლოთ იმ ნაცვალსახელების არჩევა, რომელიც სურთ, რომ მათთან მიმართებით გამოიყენონ – მოსაზრება, რომელსაც ამომრჩეველთა საყოველთაო მხარდაჭერა არ აქვს.

კვლევის ორგანიზატორების მიერ დასმულ შეკითხვაზე: „ფიქრობთ, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ნაცვალსახელები, რომლითაც სურთ რომ მათ მიმართონ – მდედრობითი ან მამრთობითი სქესის აღმნიშვნელი, თუ ფიქრობთ, რომ მათ იმ ნაცვლასახელებით უნდა მიმართონ, რომელიც მათ ბიოლოგიურ სქესს შეესაბამება?“

საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, აღნიშნულ შეკითხვაზე რესპოდენტთა უმრავლესობამ, 59%, უპასუხა, რომ ბავშვებს უნდა მიმართონ იმ ნაცვალსახელით, რომელიც მათ ბიოლოგიურ სქესს შეესაბამება, 41%-მა კი განაცხადა, რომ ბავშვებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ თავად შეარჩიონ ის  ნაცვალსახელი, რომლითაც სურთ რომ მათ მიმართონ.

დემოკრატების უმეტესობა, 61 პროცენტი, ფიქრობს, რომ ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი ნაცვალსახელების თავად შერჩევა, 39 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. რესპუბლიკელებისა და პარტიული კუთვნილების არმქონე ამომრჩევლების უმეტესობა, ანუ, 77 პროცენტი და 64 პროცენტი შესაბამისად, თვლის, რომ ბავშვებს იმ ნაცვალსახელებით უნდა მიმართონ, რომელიც მათ ბიოლოგიურ სქესს შეესაბამება.

უფრო მეტიც, ამომრჩეველთა 60 პროცენტი თვლის, რომ ბავშვებისთვის თავიანთი ნაცვალსახელების არჩევის უფლების მიცემა, უბრალოდ, „ძალიან დიდ დაბნეულობას გამოიწვევს ბავშვებში“, განსხვავებით იმ 40 პროცენტისგან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს „დისკრიმინაციის აღკვეთას“ შეუწყობს ხელს.

თუმცა, კვლევის ორგანიზატორები კიდევ უფრო ჩაუღრმავდნენ საკითხს და დაადგინეს, რომ გამოკითხულთა 63 პროცენტის აზრით, მასწავლებლებისგან უნდა მოითხოვონ, რომ ბავშვებს მიმართონ იმ ნაცვალსახელებით, რომელიც ბავშვებმა თავად შეარჩიეს და არა იმ ნაცვალსახელებით, რომელიც მასწავლებელს მიაჩნია მართებულად, რომ გამოიყენოს ამა თუ იმ მოსწავლის მიმართ. თუმცა, 73 პროცენტი აცხადებს, რომ ვინმეს „არასწორი გენდერაცია“ არ უნდა განიხილებოდეს, როგორც არალეგალური დისკრიმინაცია.

აღნიშნულმა კვლევამ, რომელიც 2022 წლის 18-19 მაისს ჩატარდა და მასში 1963-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ტრანსგენდერი აქტივისტები კვლავაც განაგრძობენ რადიკალური გენდერული იდეოლოგიის ბავშვებისთვის თავს მოხვევას. აღნიშნული საკამათო თემა მას შემდეგ მოხვდა განსაკუთრებული საყოველთაო ყურადღების ცენტრში, რაც ფლორიდას შტატში მიიღეს კანონპროექტი – „ბავშვების განათლების მიღების პროცესში მშობლების ჩართულობის უფლების შესახებ“, რომელსაც კრიტიკოსებმა ცინიკურად „ნუ იტყვი გეის“ კანონპროექტი შეარქვეს. სინამდვილეში, კანონპროექტი, რომელსაც გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოაწერა ხელი, სკოლამდელი აღზრდის სასწავლებლებში და სკოლებში – მესამე კლასის ჩათვლით – კრძალავს ყოველგვარ დისკუსიებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ. ამჟამად ჩრდილოეთ კაროლინას შტატშიც განიხილავენ ანალოგიური კანონპროექტის მიღების საკითხს.

Tags: კულტურა აშშ საზოგადოება ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები