ერდოღანი შვედეთს და ფინეთს აფრთხილებს, რომ მათი NATO-ში გაწევრიანება შესაძლოა კვლავ შეფერხდეს

ერდოღანი შვედეთს და ფინეთს აფრთხილებს, რომ მათი NATO-ში გაწევრიანება შესაძლოა კვლავ შეფერხდეს

თურექეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, შესაძალოა მან კვლავ შეაფერხოს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში ინტეგრაცია, თუ ისინი უარს იტყვიან შეთანხმებაზე, რომელიც 73 ადამიანის ექსტრადაციას ითვალისწინებს.

NATO-ს სამიტის დასასრულს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა შვედეთი და ფინეთი გააფრთხილა, რომ მათი ალიანსში გაწევრიანება შესაძლოა კვლავ გადაიდოს, თუ ისინი არ შეასრულებენ ანკარასთან დადებულ გარიგებას, რაც მათი მხრიდან ძებნილი პირების თურქეთის მხარისთვის გადაცემას ითვალისწინებს, რომლებსაც ეს უკანასკნელი „ტერორისტებად“ მიიჩნევს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა პირობა დადო 73 ადამიანის ექსტრადირების შესახებ, რომლებსაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, კავშირი აქვთ ქურდისტანის მუშათა პარტიასთან და აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირ ფეთულა გიულენთან, რომელსაც ერდოღანი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის პასუხისმგებლობას  აკისრებს.

მადრიდის სამიტის დასასრულს ერდოღანმა ფინეთთან და შვედეთან გაფორმებულ დაახლოებით 10-პუნქტიანი მემორანდუმის შესახებ ისაუბრა, როგორც დიპლომატიურ გამარჯვებაზე, რომელიც მან განიხილა როგორც ანკარას შეშფოთების აღიარება ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ სკანდინავიური ქვეყნები უკან დაიხევდნენ შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მაშინ თურქეთის პარლამენტი კვლავ ისეთ პოზიციას დაიკავებდა, რომელიც არ მისცემდა მას შეთანხმების რატიფიცირების საშუალებას.

„პირველ რიგში, შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რაც დოკუმენტში უკვე წერია… მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ, რასაკვირველია, გამორიცხულია, რომ ჩვენ ეს საკითხი პარლამენტში განსახილველად გავაგზავნოთ“.

მაისში ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს უთხრა, რომ ის შეაფერხებდა მათი განაცხადის განხილვას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ, როგორც ის მიიჩნევს, „ტერორისტული“ დაჯგუფებების მხარდაჭერას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთის უსაფრთხოებას.

Tags: პოლიტიკა მსოფლიო NATO ევროპა