ტრანსვესტიტმა აქტივისტმა, რომელიც ბავშვებისთვის შექმნილი ცნობილი ტრანსვესტიტული პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა, აღიარა, რომ ეს გადაცემა წარმოადგენს პოლიტიკურ ინსტრუმენტს

ტრანსვესტიტმა აქტივისტმა, რომელიც ბავშვებისთვის შექმნილი ცნობილი ტრანსვესტიტული პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა, აღიარა, რომ ეს გადაცემა წარმოადგენს პოლიტიკურ ინსტრუმენტს

ტრანსვესტიტი აქტივისტი, რომელიც ბავშვებისთვის შექმნილი პროგრამის, ე.წ. „Drag Queen Story Hour“-ის ერთ-ერთი მონაწილეა, აცხადებს, რომ აღნიშნული გადაცემა წარმოადგენს პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც ადრეულ ეტაპზე ბავშვების სექსთან დაკავშირებულ ტრადიციულ აღქმას ამახინჯებს.

რამდენიმე დღის წინ Huffington Post-მა გამოაქვეყნა  აღნიშნული ტრასვესტიტის სტატია, სახელწოდებით – „მე ვარ ტრანვესტიტი, რომელიც ბავშვებს წიგნებს უკითხავს. ჩვენი მოწინააღმდეგეები/მოძულეები ამას „ინდოქტრინაციას“ უწოდებენ – სტატიიდან შეიტყობთ, სინამდვილეში რას სწავლობენ ბავშვები“, წერს ტრანსვესტიტი და დასძენს, „ტრანსვესტიტობა მშვენიერების მხარდაჭერას არ გულისხმობს, პირიქით, ის ეწინააღმდეგება მას“.

სტატიაში საუბარია ბავშვების ცნობისმოყვარეობის შესახებ, თუმცა, მანამდე ავტორი წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სენატორი მარკო რუბიო და მთელი რიგი სხვა მემარჯვენე პოლიტიკოსები სასტიკად აკრიტიკებენ აღნიშნულ გადაცემას – ე.წ. „Drag Queen Story Hour“ და აცხადებენ, რომ იგი გამოიყენება როგორც სექსუალური და პოლიტიკური ინსტრუმენტი ბავშვების გასარყვნელად და მათში სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით ე.წ. „პროგრესული შეხედულებების“ გასაღვივებლად.

სტატია გრძელდება აღიარებით, სადაც ვკითხულობთ, რომ ტრანსვესტიტობა, ე.წ. „დრაგი“ „მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, როგორც ქვიარ პრაქტიკა და სწორდ ამ დროიდან დაიწყო ქვიარ იდენტობამ საჯარო ჩამოყალიბება“. ქვიარ პრაქტიკაში ჩართვა ჰეტეროსექსისტური დისკურსის დომინირების გამოწვევას გულისხმობს“ და ამ შემთხვევაში, ბავშვებისთვის ალტერნატიული სექსუალური ცხოვრების სტილის შეთავაზებას.

სტატიაში ასევე, ნათქვამია, რომ ტრანსვესტიტობა ისტორიულად სხვადასხვა პოლიტიკური ქმედებების განსახორციელებლად გამოიყენებოდა. სწორედ ტრანსვესტიტები იყვნენ, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ცნობილ სტოუნვოლის ჯანყში.

ტრასვესტიტობა ასევე, გამოიყენებოდა სხვადასხვა ფინანსური სახსრების მოსაზიდად, მათ შორის, „სქესის დასადასტურებელი ოპერაციებისა და ასევე, მთელი რიგი LGBTQ კამპანიების დასაფინანსებლად“.

სტატიის ავტორმა ასევე, აღნიშნა რომ ეს პროგრამა გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც  ამერიკელების მიერ სილამაზის ტრადიციულ აღქმას ამახინჯებს.

Tags: პოლიტიკა აშშ საზოგადოება ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები