კომუნისტური და ლიბერალური გლობალიზმი

კომუნისტური და ლიბერალური გლობალიზმი

ხშირად ისმის ხოლმე ლიბერალებისგან გვარები: მოღალატე ორჯონიკიძე, მოღალატე მახარაძე და ა.შ. რატომ იყო ორჯონიკიძე მოღალატე და რატომ გაგვწირა ეს იცით ? ორჯონიკიძე გლობალისტი იყო და მხარს უჭერდა კომუნისტური გლობალური იდეის გავრცელებას მთელს მსოფლიოში მათ შორის, საქართველოშიც.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში როგორი ტიპის ადამიანებიც მართავენ საქართველოს, ზუსტად მათი მსგავსი იყო ორჯონიკიძეც, განსხვავება მხოლოდ იდეოლოგიებშია, სერგო ორჯონიკიძეს და მის თანამოაზრე ქართველებს კომუნისტური გლობალიზმის ხედვა ჰქონდათ, ახლანდელ ქართველ ლიბერალებს (თუ, კი მათ საერთოდ ქართველებს ვუწოდებთ, მათი იდეოლოგიიდან გამომდინარე) ლიბერალური გლობალისტური იდეის განხორციელება და ლიბერალური დღის წესრიგის დამყარება სურთ აშშ-ს მეთაურობით.

ორჯონიკიძემ ქართული ეროვნული ინტერესები შესწირა დიადი კომუნიზმის დამყარების იდეას დედამიწაზე. ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, არა სამთავრობო სექტორი, მასმედიური საშუალებები და სხვა სახის ლიბერალური დღის წესრიგის გამტარი ორგანიზაციები თუ პირები წირავენ ქართულ ეროვნულ ინტერსებს ლიბერალური "გეი-სამოთხის (სასაცილოა)" დამყარების იდეას დედამიწაზე.

აქედან გამომდინარე, ლიბერალების მიერ ორჯონიკიძის კრიტიკა, არ გამომდინარეობს იქედან რომ ის საქართველოს ინტერესებს თმობდა და მის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, კრიტიკა გამომდინარეობს მხოლოდ ორჯონიკიძის იდეოლოგიური ხედვიდან გამომდინარე, მათ (ლიბერალებს) არ მოსწონთ კომუნისტური გლობალიზმი და მხარს უჭერენ ლიბერალურ გლობალიზმს. საქართველოს მიმართ კი ორივეს, ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ, მათ საქართველოს ინტერესები არ აინტერესებთ.

რა არის მათი ხედვები და როგორი საქართველო სურთ მათ ?

ორჯონიკიძეს უნდოდა, რომ საქართველო ყოფილიყო არა მენშევიკური არამედ ბოლშევიკური. ლიბერალებს უნდათ, რომ საქართველო იყოს არა კონსერვატორული, არამედ ლიბერალური. ორჯონიკიძე ამისთვის მზად იყო, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდულიყო და რუსეთის მიერ საქართველოს მართვა მომხდარიყო, რათა დიადი კომუნისტური წყობა დამყარებულიყო.
ლიბერალებიც თავიანთი ლიბერალური გლობალიზმის დასამყარებლად მზად არიან დათმონ საქართველოს ინტერესები და შეიზღუდოს სუვერენიტეტი აშშ-ს და ევროკავშირის მიერ, საქართველოს მართვის სანაცვლოდ და აქ გლობალისტური პროექტის ახალი ადამიანისა და საზოგადოების ჩამოსაყალიბლებლად.

ორჯონიკიძე მზად იყო ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ დამყარებულიყო კომუნუზმი და საქართველოს ტერიტორია ამისათვის დაეთმოთ, იგივე სურთ ლიბერალებსაც. ზოგიერთი ლიბერალი უფრო შორს მიდის და საქართველოს აშშ-სთან შეერთებას ან მის ერთ-ერთ შტატად ქცევას მხარს უჭერს. ორივიე იდეოლოგიის წარმომადგენლების მიზანი ახალი ადამიანისა და ახალი საზოგადოების შექმნაა, ორივე მათგანი საზოგადოებაში არსებული ტრადიციული შეხედულებების ნგრევისა და საზოგადოებაში არსებული ნორმების მსხვრევის წინააღმდეგ ილაშქრებს და სურთ შეიცვალოს ის ტრადიციული გაგებები ადამიანზე, ოჯახზე, ცოლ-ქმრობაზე, მშობლობაზე, ბავშვის აღზრდაზე, რომლებიც აქამდე არსებობდა და არსებობს. რა განსხვავებაა მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში ? რატომ უნდა მივიღოთ კომუნისტური ან ლიბერალური გლობალიზმი ? თუ, კი საქართველო ამ ყველაფერში გაქრება ?

Tags: საზოგადოება იდეოლოგია