
ესპანეთში 16 წლის მოზარდები სქესის შეცვლას მალე მშობლების თანხმობის გარეშე შეძლებენ
ესპენეთის ხელისულებამ ე.წ. „ტრანს კანონის“ სამუშაო ვარიანტი მინისტრთა საბჭოს წინაშე წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ, ივნისის ბოლოს დაამტკიცა. კანონმდებლები უმეტესწილად სასამართლოს გენერალური საბჭოს, რომელიც სასამართლოს საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს და ასევე, სახელმწიფო საბჭოს, აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი საკონსულტაციო ორგანოს მიერ გამოთქმულ კრიტიკას უგულვებელყოფდნენ.
ესპენეთის ხელისულებამ ე.წ. „ტრანს კანონის“ სამუშაო ვარიანტი მინისტრთა საბჭოს წინაშე წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ, ივნისის ბოლოს დაამტკიცა. კანონმდებლები უმეტესწილად სასამართლოს გენერალური საბჭოს, რომელიც სასამართლოს საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს და ასევე, სახელმწიფო საბჭოს, აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი საკონსულტაციო ორგანოს მიერ გამოთქმულ კრიტიკას უგულვებელყოფდნენ. უკვე აღარაფერი რომ ვთქვათ ფემინისტური ასოციაციების, სანჩესის სოციალისტური პარტიისა და ჯანდაცვის მუშაკების მიერ გამოხატულ წინააღმდეგობაზე ამ იდეოლოგიური კანონპროექტის წინააღმდეგ, რაც მზარდი რადიკალური LGBT ჯგუფების ნების გამოხატულებაა, მათი გენდერული იდენტობების დასადასტურებლად.
სანჩესის ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კარმენ კალვო, რომელიც ამჟამად დეპუტატების კონგრესის თანასწორობის კომიტეტს თავმჯდომარეობს, ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, მხარს უჭერს გენდერულ იდეოლოგიას და იმ მოსაზრებას, რომ ბიოლოგიური სექსუალური დუალობა მამაკაცებსა და ქალებს შორის სოციალური ინჟინერიის საშუალებით უნდა ჩანაცვლდეს „ცვალებადი გენდერების“ ფართო სპექტრით, რაც თითოეულ ადამიანს განსაზღვრულ დროს საკუთარი გენდერის არჩევის საშუალებას მისცემს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონპორექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, სახელმწიფო ორგანოები, მას მალე ესპანეთის პარლამენტში განიხილავენ.
კანონპროექტის თანახმად, მოზარდებს 16 წლიდან სქესის შეცვლასთან დაკავშირებით მშობლების თანხმობა აღარ დასჭირდებათ. მათი ნებართვა საჭირო იქნება მხოლოდ 14-დან 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის. მოსამართლემ ახლა უკვე გადაწყვეტილება 12-14 წლის ასაკობრივ კატეგორიასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს, რომელთაც სურთ საწინააღმდეგო სქესით იდენტიფიცირება ან რომელიმე გენდერით, რომლის რაოდენობა ბოლო დროს საკმაოდ სწრაფად იზრდება, რასთან დაკავშირებითაც მუდმივად განვითარებადი გენდერული თეორია ამტკიცებს, რომ გენდერების ასეთი მრავალფეროვნება ადამიანებში ნამდვილად არსებობს. 12 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვები სამოქალაქო რეესტრში სქესის და გენდერის შეცვლას ვერ შეძლებენ, თუმცა, მათ შეუძლიათ შეიცვლაონ თავიანთი სახელი და მოითხოვონ, რომ ისე მოეპყრონ, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რაც ასევე, გულისხმობს საწინააღმდეგო სქესის საპირფარეშოებისა და გამოსაცვლელი ოთახების გამოყენების უფლებას.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პირი, რომელიც ჩადის დანაშაულს, ბოროტმოქმედების ჩადენის მომენტში სამოქალაქო რეესტრში დაფიქსირებული სქესის მიხედვით იქნება გასამართლებული.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთს, რომელმაც სასწავლებლებში გენდერული პროპაგანდა კატეგორიულად აკრძალა, ევროკავშირისგან დაფინანსება შეუწყდა. ესპანეთთან დაკავშირებით კი საქმე სხვაგვარადაა. მის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი, სრულად შეესაბამება ევროპის ახალ „ღირებულებებს“, როგორც ეს ევროკავშირის ინსტიტუციებს ესმით, სადაც მემარცხენე ლიბერალური ისტებლიშმენტი დომინირებს.
შესაბამისად, მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ესპანეთმა, გენდერული იდეოლოგიის კიდევ უფრო ფართოდ დანერგვის მიზნით ახლახანს, 29 ივლისს მეორედ მიიღო გრანტი. ამჯერად, 12 მილიარდი ევროს ოდენობით. პიველ ჯერზე კი ესპანეთის დაფინანსების თანხამ 9 მილიარდი ევრო შეადგინა.
Tags: კულტურა პოლიტიკა საზოგადოება ევროპა
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის