ირლანდიური რაგბი ქალების კონტაქტური სპორტის სახეობებში ტრანს-მოთამაშეების მონაწილეობას კრძალავს

ირლანდიური რაგბი ქალების კონტაქტური სპორტის სახეობებში ტრანს-მოთამაშეების მონაწილეობას კრძალავს

ტრანსი მორაგბეები ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ირლანდიის რაგბის ქალთა დივიზიონში ასპარეზობას ვეღარ შეძლებენ, – აცხადებს ირლანდიის რაგბის ფეხბურთის კავშირი (IRFU).

აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტის საერთაშორისო მმართველი ორგანოს – მსოფლიო რაგბი – პოლიტიკის ცვლილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც წლის დასაწყისში  ტრანსგენდერ მოთამაშეებს (ბიოლოგიურ მამაკაცებს) ქალების დივიზიონში ასპარეზობა აეკრძალათ.

„მამაკაცის სქესობრივი მომწიფების შედეგად მიღებული ძალა, გამძლეობა და ფიზიკური უპირატესობები ტესტესტერონების დათრგუნვის შემდეგაც ნარჩუნდება“, – ნათქვამია ირლანდიის რაგბის ფეხბურთის კავშირის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება ქალ მოთამაშეებზე, რომლებიც მამაკაცთა დივიზიონში ასპარეზობას ცდილობენ.  ასეთმა მოთამაშეებმა უბრალოდ მოთხოვნებთან დაკავშირებით უარი უნდა გააფორმონ და  რისკების შეფასება გაიარონ. IRFU-მა განაცხადა რომ პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები ზემოქმედებას იქონიებს ორ მოთამაშეზე, რომელიც ამჟამად ქალების დივიზიონში ასპარეზობს. ამ მოთამაშეებს ლიგა სპორტში დარჩენის სხვა გზებს სთავაზობს, როგორიცაა, მაგალითად, უკონტაქტო რაგბი.

„ჩვენ ვაგრძელებთ LGBT+ თემის გვერდით დგომას, თუმცა, გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი ჩვენმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა იმედგაცრუებული დატოვა, ამდენად, ჩვენ გვსურს, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რაგბიში ნებისმიერ ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი და ჩვენ ყველას შეგვიძლია ერთად მუშაობა“, – განმარტა Spirit of Rugby-ის მენეჯერმა, რომელიც ამასთანავე, IRFU-ს მიერ შემუშავებული პოლიტიკის წევრია.

რაგბი არის უახლესი საერთაშორისო ლიგა, რომელმაც ტრანსმოთამაშეების ქალთა დივიზიონში ასპარეზობის შესაძლებლობა შეზღუდა. გაზაფხულის დასაწყისში FINA-მ – ცურვის საერთაშორისო მმართველმა ორგანომ – იმ მამაკაცებს აუკრძალა შეჯიბრში მონაწილება, რომელთაც ტესტესტერონების დამთრგუნავი საშუალებების მიღება 12 წლის ასაკიდან დაიწყეს.

Tags: პოლიტიკა მსოფლიო იდეოლოგია