ენერგოკრიზისი ისეთ არეულობებს გამოიწვევს, რომ მის ფონზე Сovid-19-თან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციები „ბავშვების დაბადების დღის წვეულებად“ მოგვეჩვენება

ენერგოკრიზისი ისეთ არეულობებს გამოიწვევს, რომ მის ფონზე Сovid-19-თან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციები „ბავშვების დაბადების დღის წვეულებად“ მოგვეჩვენება

ელექტროენერგიაზე მკვეთრად მომატებულმა ფასებმა შესაძლოა ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული მასობრივი არეულობები და ძალადობრივი ქმედებები გამოიწვიოს, აცხადებს ტურინგის კონსტიტუციის დაცვის ოფისის პრეზიდენტო სტეფან კრამერი.

„მასობრივი პროტესტები და არეულობები ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ძალადობის კონკრეტული ქმედებები საგნების და ადამიანების მიმართ და ისევე, როგორც კლასიკური ტერორიზმი მის დასამხობად“, – განაცხადა კრამერმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან საუბრისას.

ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მოსახლეობის ე.წ. კანონიერი პროტესტი, სავარაუდოდ, ექსტრემისტების ჩართულობით მოხდება. კრამერმა პარალელი გაავლო გერმანიის Covid-19-ის მკაცრ პოლიტიკასთან, რომლის წინააღმდეგაც, ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის გამო, მოსახლეობა მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავდა.

„შედარება რომ გავაკეთოთ იმასთან, რაც ჩვენ კორონავირუსული პანდემიის პერიოდში გადავიტანეთ – აგრესიული შეჯახებები სოციალურ ქსელებში, და ასევე, ქუჩებსა და მოედნებზე – ეს ყველაფერი ბავშვების დაბადების დღის წვეულებად მოგვეჩვენება იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა ენერგოკრიზისმა გამოიწვიოს“, – განაცხადა მან.

გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი უკვე გასამმაგდა და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო მომხმარებლები ჯერ არ დაზარალებულან გადასახადებით, მომავალი შემოდგომა და ზამთარი გერმანიის მოსახლეობას, სავარაუდოდ, მძიმე ტვირთად დააწვება. ქვეყანა შესაძლოა გაკოტრდეს და უმუშევრობაც გაიზარდოს, რაც სოციალურ ერთიანობას, სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნის.

„ენერგეტიკულმა კრიზისმა შესაძლოა უაღრესად ემოციური და ეგზისტენციალური კრიზისი გამოიწვიოს, რაც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილზე მოახდენს ზეგავლენას“, – აცხადებს Red–red-green-ის კოალიციის მიერ დაქირავებული საიდუმლო სამსახურის აგენტი.

კრამერი შიშობს, რომ მოსახლეობაში საკმაოდ მძიმე საპროტესტო განწყობა სუფევს, რამაც შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იფეთქოს.

„თუმცა, პანდემიისა და ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენ საქმე გვაქვს მოსახლეობაში არსებულ უაღრესად ემოციურ, აგრესიულ და პესიმისტურ განწყობასთან. მისი ნდობა სახელმწიფოს, მისი ინსტიტუციებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ, მთლიანად თუ არა, გარკვეულწილად, სავსეა სერიოზული ეჭვებით“, – განაცხადა კრამერმა.

ბრანდერბურგის კონსტიტუციის დაცვის ოფისის ხელმძღვანელმა იორგ მიულერმაც მსგავსი გაფრთხილება გააჟღერა, რა დროსაც განაცხადა, რომ „რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა“ ენერგოკრიზისი და მაღალი ინფლაცია შესაძლოა სათავისოდ გამოიყენონ.

შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა, რომელიც წარსულში ექსტრემისტული კავშირების მქონე ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ გამოცემა “Antifa”-ასთვის წერდა, პროტესტანტებს მოუწოდა გაერკვიათ, თუ ვისთან ერთად გამოხატავდნენ პროტესტს. იგი აცხადებს, რომ მემარჯვენე ექსტრემისტები მოახდენენ დემონსტრაციების ორგანიზებას, რათა სახელმწიფოს წინააღმდეგ  შესაბამისი ზომები მიიღონ.

“როცა გარკვეული ეჭვები აქვთ, მათ აღარ აინტერესებთ პანდემიის გამო შემოღებული აკრძალვები ან ენეგოკრიზისის შედეგად გაზრდილი ფასები“, – აცხადებს ფეზერი.

Tags: პოლიტიკა საზოგადოება გერმანია