ტრანსგენდერული ორგანიზაცია ქირურგიული ჩარევითა და ჰორმონოთერაპიის საშუალებით სქესის შეცვლისთვის „რეკომენდირებულ“ ასაკს კიდევ უფრო ამცირებს

ტრანსგენდერული ორგანიზაცია ქირურგიული ჩარევითა და ჰორმონოთერაპიის საშუალებით სქესის შეცვლისთვის „რეკომენდირებულ“ ასაკს კიდევ უფრო ამცირებს

ახალი რეკომენდაციის პროექტის თანახმად, ტრანსგენდერული ქირურგებისა და ექიმების წამყვანი ჯგუფი ქირურგიული ჩარევითა და ჰორმონოთერაპიით სქესის შესაცვლელად დამტკიცებულ ასაკს კიდევ უფრო ამცირებს.

ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის (WPATH) ახალი მითითებების თანახმად, ჰორმონოთერაპიის საშუალებით სქესის შეცვლის რეკომენდირებული ასაკი 16-დან 14 წლამდე მცირდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ  The Post Millennial-ი ავრცელებს. ორმაგი მასტექტომიის, სარძევე ჯირკვლის მოცილების ასაკი 15 წლამდე შემცირდა. ბიჭებს კი 16 წლის ასაკიდან უკვე შესაძლებლობა ექნებათ მკერდის გადიდება, სახის კორექციის ოპერაციები და ადამის ვაშლის შესამცირებლად ტრაქეის გაპარსვა მოითხოვონ.

ახალი მითითებების თანახმად, ასევე, 18-დან 17 წლამდე მცირდება სასქესო ორგანოების შეცვლის როგორიცაა, ჰისტექტომია და ვაგინოპლასტიკა, რეკომენდირებული ასაკი. ერთადერთი ოპერაცია, რომელიც რეკომენდირებულია 18 წლის ახალგაზრდებისთვის, არის ფალოპლასტიკა.

WPATH-ის მიერ სქესობრივი მომწიფების დამთრგუნავი საშუალებების მიღების რეკომენდირებული ასაკი იგივე დარჩა – გოგონებში 8-13 წელი, ბიჭებში კი ორი წლით გვიან.

აღნიშნული მითითებები WPATH-ის მერვე გამოცემაა. როგორც The Post Millennial-ი აღნიშნავს, ორგანიზაცია „სქესის შეცვლის სამედიცინო პროცესებისთვის ადგენს საერთაშორისო მითითებებს და პროტოკოლებს“.

ორგანიზაციამ The Associated Press-ს მის მიერ შემუშავებული ახალი მითითებების პროექტის ასლი წარუდგინა და ასოციაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ სქესის შეცვლის ასაკის შემცირება „ტრანსგედნერ მოზარდებს საშუალებას აძლევს, რომ ფიზიკური პუბერტატული ცვლილებები სხვა თანატოლებთან ერთად განიცადონ“.

WPATH-ი  და სხვა პროტრანსგენდერული ორგანიზაციები დიდი საავადმყოფოების, დემოკრატებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ექსპერტებად არიან მოხსენიებულნი, რომლებიც ბავშვებს სქესის შესაცვლელად სხვადასხვა საშუალებებს სთავაზობენ.

სურსათისა და წამლების  დეპარტამენტი არ ეთანხმება და სასტიკად ეწინააღმდეგება ტრანსგენდერული ორგანიზაციების „მკურნალობის“ მეთოდებს და უფრო მეტიც, აცხადებს, რომ მსგავსი სახის „მკურნალობა“ ბავშვების და მოზარდების ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.

WPATH-ი  და სხვა მსგავსი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დიდ დაფინანსებას იღებენ თავიანთი იდეოლოგიის დასანერგად და საქმიანობის განსახორციელებლად.

Tags: პოლიტიკა საზოგადოება ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები