იელის პედიატრიული გენდერული კლინიკა პაციენტებს 3 წლის ასაკიდან იღებს

იელის პედიატრიული გენდერული კლინიკა პაციენტებს 3 წლის ასაკიდან იღებს

იელის პედიატრიული გენდერული კლინიკის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ვიდეოში განაცხადა, რომ ის უკვე სამი წლის ასაკიდან გაუკვალავს ბავშვებს გზას თავიანთ „გენდერულ მოგზაურობაში“. მან ასევე, დასძინა, რომ კლინიკას 3-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მიმართოს, რომელთაც საკუთარ გენდერულ საკითხებში გარკვევა სურს.

„ჩვენ ვეხმარებით ცალკეულ ადამიანებს, ვისაც გარკვეული კითხვები გააჩნიათ საკუთარ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით ან ვინც საკუთარი თავს ტრანსგენდერად ან არაბინარულად მიიჩნევენ“, – აცხადებს კლინიკის დირექტორი. მან ასევე, დასძინა, რომ კლინიკა თავის პაციენტებს ეხმარება „გენდერულ მოგზაურობაში“, სამედიცინო ჩარევის სარგებლისა და რისკების გაანალიზებაში“ და ასევე სამედიცინო ჩარევის დაწყებაში.

ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა თქვა, რომ „ბავშვი ხშირად ტრანსგენდერი რომ არის იმ მომენტიდან იგებს, როცა აქვს საკუთარი თავის გამოხატვის უნარი“. მან ასევე, აღნიშნა, რომ ბავშვებმა დაბადების მომენტიდან იციან საკუთარი გენდერის შესახებ“.

იელის პედიატრიული გენდერული კლინიკის ვებგვერზე განმარტებულია, რომ შეფასების შემდეგ ბავშვებს სხვადასხვა სამედიცინო მკურნალობას სთავაზობენ, რომელიც სქესის დადასტურებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის პუბერტატის დამთრგუნავ საშუალებებს ან ჰორმონოჩანაცვლებით თერაპიას. ქირურგიული ჩარევით სქესის შეცვლა კი შესაძლებელია 18 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის.

სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ ახლახანს გაფრთხილება გაავრცელა პრეპარატების Lupron-ისა და Supprelin LA-ის შესახებ – ეს არის ორი პუბერტატის დამთრგუნავი მედიკამენტი, რომელმაც შესაძლოა ტვინის შეშუპება და მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.

Breitbart News-მა ადრე გამოავლინა, რომ ამ პუბერტატის დამთრგუნავი პრეპარატების მწარმოებლებმა სხვადასხვა ექიმებს, რომლებიც პედიატრიულ გენდერულ კლინიკებსა და სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციებში მუშაობენ, თანხა გადაუხადეს, იმისათვის, რომ დაემტკიცებინათ პუბერტატის დამთრგუნავის საშუალებების გამოყენება გენდერულად დისფორიულ ახალგაზრდებში.

Tags: საზოგადოება იდეოლოგია