”ტრანსგენდერიზმის იდეოლოგები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არსებობს ორზე მეტი სქესი, სავარაუდოდ, ბიოლოგიის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ“, – აცხადებს გერმანელი მეცნიერი

”ტრანსგენდერიზმის იდეოლოგები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არსებობს ორზე მეტი სქესი, სავარაუდოდ, ბიოლოგიის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ“, – აცხადებს გერმანელი მეცნიერი

არსებობს მხოლოდ ორი სქესი, და ისინი, ვისაც სხვაგვარად სჯერა, დიდი ალბათობით ბიოლოგიის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ, აცხადებს ნობელის პრემიის ლაურეატი Christiane Nüsslein-Volhard.

წარმატებულმა გერმანელმა მეცნიერმა, რომელმაც ფიზიოლოგიასა და  მედიცინაში ადრეული ემბრიონის განვითარების შესწავლისთვის 1995 წელს ნობელის პრემია მოიპოვა, კომენტარი გააკეთა მანამ, სანამ ქვეყნის ხელისუფლება გაიტანდა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 14 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს თავიანთი იურიდიული სქესის შეცვლის უფლება სამედიცინო ნებართვის გარეშე ეძლევათ. მეცნიერმა ამ ყველაფერს „სრული სიგიჟე“ უწოდა.

ფემინისტურ გამოცემა Emma-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანელმა მეცნიერმა დაგმო ნებისმიერი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება არსებობდეს ორზე მეტი სქესი, ისევე, როგორც ვარაუდი, იმის თაობაზე, რომ ქირურგიული ჩარევით თუ სამართლებრივი გზებით  შესაძლებელია სქესის შეცვლა.

ნობელის პრემიის ლაურეატმა ასევე, დაგმო სქესის შეცვლის მიზნით ჰორმონების დანიშვნის პრაქტიკა. მეცნიერმა განაცხადა, რომ ასეთი წამლების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებას მომხმარებლისთვის შესაძლოა საკმაოდ უარყოფითი გვერდითი მოვლენები მოჰყვეს.

მიუხედავად ამისა, ნობელის პრემიის მფლობელის კრიტიკა სავარაუდოდ ვერ შეცვლის გერმანიის მთავრობის მტკიცე და შეუვალ პროტრანსგენდერულ პოლიტიკას, რომლის თანახმადაც ბავშვებს თავიანთი სქესის შეცვლის უფლება უკვე 14 წლის ასაკიდან ეძლევათ ყოველგვარი სამედიცინო კონსულტაციის გავლის გარეშე.

Tags: პოლიტიკა საზოგადოება