
Reuters-ი იტყობინება, რომ რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდებაში უკვე ზედიზედ მესამე თვეა ლიდერობს
რუსეთი უკვე ზედიზედ მესამე თვეა, რაც ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილეს მიმწოდებლად რჩება, აცხადებს Reuters-ი, მას შემდეგ რაც ჩინეთის საბაჟოს მონაცემები შეისწავლა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამაზე ზეგავლენას ახდენს ჩინეთის დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების მიერ ნავთობის ფასდაკლებით შესყიდვების ზრდა.
ჩინეთისთვის ნავთობის მთავარ მიმწოდებლად უკვე მესამე თვეა, რაც რუსეთი რჩება, იტყობინება Reuters-ი მთავარი საბაჟო სამმართველოს მონაცემებზე დარყდნობით. ჩინეთი – რუსეთის ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველი, აცხადებს სააგენტო.
ჩინეთის საბაჟოს მონაცემებით, რუსული ნავთობის იმპორტმა ივლისში, მათ შორის, „აღმოსავლეთ ციმბირის“ მილსადენის საშუალებით – წყნარი ოკეანე და საზღვაო გადაზიდვები ევროპული და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან, 7.15 მლნ ტონა შეადგინა. ამასთანავე, მაისთან შედარებით მიწოდება ოდნავ შემცირდა – ივლისში რუსეთი 1,68 მლნ ბარელის მიწოდებას ახორციელებდა დღეღამეში, მაისში – დაახლოებით 2 მლნ-ს.
საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან რუსეთმა ჩინეთს 48,45 მლნ ტონა ნავთობი მიაწოდა, რაც 4,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. რუსეთი ჩამორჩება საუდის არაბეთს, რომელმაც ჩინეთს მიმდინარე წელს 49,84 მლნ ტონა ნავთობი მიაწოდა (1%-ით ნაკლები გასული წლის დონესათან შედარებით).
ჩინეთის მიერ რუსეთის ნავთობის შესყიდვამ კონკურენტების მიწოდებები ანგოლასა და ბრაზილიიდან განდევნა – ამ ქვეყნებიდან იმპორტი 27% და 58%-ით დაეცა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წერს Reuters-ი.
Tags: პოლიტიკა რუსეთი ჩინეთი
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის