
საქართველოს მთავრობამ ხბოსა და ღორის დაცვის რეგლამენტი მიიღო
"ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. საკანონმდებლო დაახლოების აღნიშნული პროცესი გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულის ფარგლებში, შემუშავებულია „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის“ პროექტი, ხოლო „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. რეგლამენტი 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/119/EC დირექტივის შესაბამისად მომზადდა და ითვალისწინებს 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადგომის შესაბამის სივრცეს, სათანადო საკვებ რაციონსა და ა.შ., რაც შემდგომ უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოების წინაპირობაა.
გაწერილი გეგმის მიხედვით, აღნიშნული დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო მისი ამოქმედების ვადაა 2028 წლის პირველი იანვარი.
გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/120/EC დირექტივის შესაბამისად მომზადებულია „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი და ადგენს ღორების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ასევე 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს 2007/43/EC დირექტივის შესაბამისად დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ითვალისწინებს მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებს.
ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები
2. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2
ამ წესის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ხბო – ექვს თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონელი;
ბ) სერტიფიკატი – ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ცხოველებს ეპყრობოდნენ, სულ მცირე, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3. ყველა ახალაშენებულ ან გადაკეთებულ ცხოველთა სადგომზე (საკუთრების ფორმის მიუხედავად) და მათზე, რომელთა გამოყენება მოხდება ამ წესის ძალაში შესვლის შემდეგ, ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:
ა) რვა კვირაზე მეტი ასაკის ხბო არ ექვემდებარება ინდივიდუალურ შენახვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვეტერინარი ადასტურებს, რომ ხბოს ჯანმრთელობა ან ქცევა მოითხოვს მკურნალობის ჩასატარებლად მის იზოლირებას. ნებისმიერი ინდივიდუალური სადგომის სიმაღლე უნდა იყოს, სულ მცირე, ხბოს სიმაღლისა მისი დგომის პოზაში და სიგრძე – სულ მცირე, ხბოს ტანის სიგრძისა, რომელიც იზომება ხბოს ცხვირის წვერიდან კაუდალურ კიდემდე, გამრავლებული 1,1-ზე;
ბ) ინდივიდუალურ სადგომში ხბოსათვის (გარდა იმ სადგომისა, რომელიც გამოყენებულია დაავადებული ცხოველის იზოლირებისათვის) მყარი კედლის მაგივრად უნდა იყოს ფოროვანი კედელი, რათა ხბოს ჰქონდეს პირდაპირი ვიზუალური და ფიზიკური კონტაქტის საშუალება;
გ) ჯგუფურად განთავსებული ხბოების შემთხვევაში, თითოეული ხბოსთვის დაუბრკოლებელი სივრცე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სულ მცირე, 1.5 მ2 თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 150 კგ-ზე ნაკლებია, სულ მცირე, 1.7 მ2 თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 150 კგ ან მეტია, მაგრამ 220 კგ-ზე ნაკლებია და, სულ მცირე, 1.8 მ2 თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 220 კგ ან მეტია. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება:
გ.ა) იმ სადგომზე, სადაც 6 ხბოზე ნაკლებია;
გ.ბ) ხბოებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან დედასთან კვებისათვის (წოვისთვის).
მუხლი 4. სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ხბოს გამოზრდის პირობები შესაბამისობაშია დანართ №1-თან („ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნები“).
მუხლი 5. სააგენტომ ყოველი წლის 31 აგვისტოსათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარუდგინოს წინა წლის ინსპექტირების ანგარიში, რომელიც ხორციელდება ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. ანგარიშს თან უნდა ახლდეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეუსაბამობების ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა აღიკვეთოს ან შემცირდეს მათი არსებობა შემდგომ წლებში.
მუხლი 6. ცხოველებს საქართველოში იმპორტისას თან უნდა ახლდეთ სერტიფიკატი.
ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნები
1. ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და აღჭურვილობა, რომელთანაც ხბოებს უშუალო შეხება აქვთ, არ უნდა იყოს საზიანო მათთვის და უნდა ექვემდებარებოდეს სრულად რეცხვა-დეზინფექციას.
2. ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.
3. იზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სადგომში უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და გაზის კონცენტრაციების იმ ზღვრულად დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნება, რაც სადგომში მყოფი ცხოველებისათვის ზიანის მომტანი არ იქნება.
4. ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი ყველა ავტომატური და მექანიკური აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ერთხელ დღეში. ხარვეზ(ებ)ი აღმოჩენისას უნდა გამოსწორდეს დაუყოვნებლივ ან, თუ ეს შეუძლებელია, ხარვეზის გამოსწორებამდე შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული (ალტერნატიული მეთოდები განსაკუთრებით გამოკვებისა და დამაკმაყოფილებელი გარემოს შენარჩუნებისათვის) ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. სადაც ხელოვნური ვენტილაციის სისტემა გამოიყენება, ასევე მოწყობილი უნდა იქნეს სარეზერვო სისტემა, რაც ძირითადი სისტემის დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჰაერის განახლებასა და ხბოების კეთილდღეობას. სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ასევე უნდა მოქმედებდეს საგანგაშო სისტემა, რათა გაფრთხილებულ იქნეს ცხოველების მომვლელი გაუმართაობასთან დაკავშირებით. საგანგაშო სისტემა უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
5. დაუშვებელია ხბოების მუდმივად სიბნელეში განთავსება. მათი ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებული კლიმატური პირობები შესაბამისი ბუნებრივი ან ხელოვნური განათებისთვის. ხელოვნური განათების გამოყენებისას, ის უნდა ფუნქციონირებდეს ბუნებრივი განათების პერიოდში, ჩვეულებრივ, 9-იდან 5 საათამდე. გარდა ამისა, უნდა იყოს შესაფერისი განათება (ფიქსირებული ან პორტატული) საკმარისად ძლიერი, რათა შესაძლებელი იყოს ხბოების შემოწმება ნებისმიერ დროს.
6. სადგომში განთავსებული ყველა ხბო მფლობელის ან პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ორჯერ დღეში, ხოლო ხბოები, რომლებიც გარეთ არიან განთავსებულნი – დღეში, სულ მცირე, ერთხელ. თუ ხბო არის ავად ან დაზიანებულია, დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს ვეტერინარის დანიშნულებით შესაბამის მკურნალობას და ნებისმიერი ხბო, რომელიც არ რეაგირებს მფლობელის მოვლაზე/კონტაქტზე, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ვეტერინარის შემოწმებას. საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ან ავადმყოფი ხბოები უნდა იყვნენ იზოლირებულნი ადეკვატურ პირობებში, მშრალ და კომფორტულ ქვეშსაგებზე.
7. სადგომი უნდა იყოს ხბოებისათვის ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება, ადგომა და საკუთარი თავის გასუფთავება სირთულის გარეშე.
8. ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმულნი, გარდა ჯგუფურად განთავსებული ხბოებისა, რომლებიც დაბმულნი უნდა იყვნენ არაუმეტეს ერთი საათისა რძით ან რძის შემცვლელით გამოკვებისას. საბელის გამოყენებისას საბელმა არ უნდა გამოიწვიოს ხბოების დაზიანება და უნდა შემოწმდეს რეგულარულად და შეიცვალოს საჭიროებისამებრ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი კომფორტული მორგება. თითოეული საბელი ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ აცილებულ იქნეს დახრჩობის ან დაზიანების რისკი და ხბოს უნდა შეეძლოს გადააადგილება ამ დანართის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
9. სადგომი, ბაკი, აღჭურვილობა და ჭურჭელი, რომლებიც გამოიყენება ხბოსათვის, შესაბამისად უნდა გასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯვარედინი დაინფიცირება და დაავადების მატარებელი ორგანიზმების დაგროვება. ფეკალიები, შარდი, ნარჩენი ან დაღვრილი საკვები მოცილებული უნდა იქნეს საჭირო ინტენსივობით, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სუნი და აცილებულ იქნეს თავიდან მწერებისა და მღრღნელების მოზიდვა.
10. იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხბოებისათვის ტკივილის ან ზიანის მიყენება მასზე დგომის ან წოლის დროს. იატაკი უნდა იყოს თანაბარი და მყარი, ხბოს ზომისა და წონის შესაბამისად. დასაწოლი ადგილი უნდა იყოს კომფორტული, სუფთა, შესაბამისი დრენაჟით და არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ხბოზე. ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშსაგებით.
11. ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს დანიშნული შესაბამისი საკვები რაციონი, რომელიც ადაპტირებულია მათ ასაკთან, წონასა და ქცევით და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. მათი საკვები უნდა შეიცავდეს საკმარის რკინას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისხლის ჰემოგლობინის საშუალო დონე, სულ მცირე, 4.5 მმოლ/ლიტრზე და ორ კვირაზე მეტი ასაკის თითოეული ხბოს ყოველდღიური მინიმალური რაციონი უნდა მოიცავდეს უჯრედანას, რომლის რაოდენობა ყველდღიურად უნდა იზრდებოდეს 50 გრ-იდან 250 გრ-მდე რვიდან ოცი კვირის ასაკის მქონე ხბოებისათვის. ხბოებს არ უნდა ეკეთოთ ალიკაპი.
12. ყველა ხბო უნდა იკვებებოდეს, სულ მცირე, 2-ჯერ დღეში. სადაც ხბოები განთავსებულნი არიან ჯგუფურად და არ იკვებებიან შეუზღუდავად ან ავტომატური გამოსაკვები სისტემით, ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებთან ერთსა და იმავე დროს.
13. ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკმარისი რაოდენობის ახალ წყალზე ან უნდა შეეძლოს დაიკმაყოფილოს სითხის მიღებაზე მოთხოვნილება სხვა სითხეების მიღებით. თუმცა ცხელი ამინდის პირობებში ან ხბოსათვის, რომელიც არის ავად, ახალი დასალევი წყალი ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
14. საკვებურები და საწყურებლები ისეთი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და ისე უნდა იყოს განთავსებული და მოვლილი, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ხბოს საკვებისა და წყლის დაბინძურება.
15. ყველა ხბომ უნდა მიიღოს მსხვილფეხა საქონლის ხსენი დაბადებიდან რაც შეიძლება მალე, ნებისმიერ შემთხვევაში – სიცოცხლის პირველ 6 საათში.
ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები
2. ეს წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.
3. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
მუხლი 2. ამ წესის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად, გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ღორი − ღორისებრთა სახეობის ცხოველი, ნებისმიერი ასაკის, რომელიც ინახება სანაშენედ ან სასუქად;
ბ) კერატი მწარმოებელი − მამრი ღორი სქესობრივი მომწიფების შემდეგ, განკუთვნილი სანაშენედ;
გ) სანეზვე ბურვაკი − მდედრი ღორი სქესობრივი მომწიფების შემდეგ და მშობიარობამდე;
დ) ნეზვი − მდედრი ღორი პირველი მშობიარობის შემდეგ;
ე) მშობიარე ნეზვი − მდედრი ღორი პერინატალურ პერიოდსა და გოჭების ძუძუს წოვების პერიოდს შორის;
ვ) მაკე მშრალი ნეზვი − დედა ღორი გოჭების ძუძუს წოვებისა და პერინატალურ პერიოდს შორის;
ზ) ძუძუთა გოჭი − ღორი დაბადებიდან ძუძუთი კვებამდე;
თ) მაწოვარა − ღორი ძუძუს წოვებიდან 10 კვირის ასაკამდე;
ი) გამოსაზრდელი ღორი − ღორი 10 კვირიდან დაკვლამდე ან მომსახურებამდე;
კ) სერტიფიკატი − ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველებს ეპყრობოდნენ, სულ მცირე, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3
1. ყველა სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) თავისუფალი იატაკის ფართობი, რომელიც ხელმისაწვდომია კოლტში შენახული თითოეული მაწოვარა ან გამოსაზრდელი ღორისთვის, გარდა სანეზვე ბურვაკისა (მომსახურების შემდეგ) და ნეზვისა, უნდა იყოს, სულ მცირე:
ცოცხალი წონა (კგ) | მ2 |
არაუმეტეს 10-ისა | 0,15 |
10-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 20-ისა | 0,20 |
20-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30-ისა | 0,30 |
30-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50-ისა | 0,40 |
50-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 85-ისა | 0,55 |
85-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 110-ისა | 0,65 |
110-ზე მეტი | 1,00 |
ბ) იატაკის საერთო თავისუფალი ფართობი, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და თითოეული ნეზვისთვის, როდესაც სანეზვე ბურვაკი და/ან ნეზვი ინახება კოლტში, უნდა იყოს შესაბამისად, სულ მცირე, 1,64 მ2 და 2,25 მ2. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება ექვს ინდივიდზე ნაკლები რაოდენობის, იატაკის თავისუფალი ფართობი უნდა გაიზარდოს 10%-ით. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება 40 ან 40 ინდივიდზე მეტი, იატაკის თავისუფალი ფართობი შეიძლება შემცირდეს 10%-ით.
2. იატაკის ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და მაკე ნეზვისთვის: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფართობის ნაწილი, რომელიც უდრის არანაკლებ 0,95 მ2-ს თითოეული სანეზვე ბურვაკისა და არანაკლებ 1,3 მ2-ს თითოეული ნეზვისთვის, უნდა იყოს უწყვეტი (მთლიანი) მყარი იატაკი, რომლის მაქსიმუმ 15% რეზერვირებულია სანიაღვრე ღიობებისთვის;
ბ) თუ ბეტონის ფილებიანი იატაკი გამოიყენება კოლტად შენახული ღორებისთვის:
ბ.ა) ღიობების მაქსიმალური სიგანე უნდა იყოს:
ბ.ა.ა) ძუძუთა გოჭებისთვის − 11 მმ;
ბ.ა.ბ) მაწოვარასთვის −14 მმ;
ბ.ა.გ) გამოსაზრდელი ღორისთვის −18 მმ;
ბ.ა.დ) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის − 20 მმ;
ბ.ბ) რიკულის/ძელის მინიმალური სიგანე უნდა იყოს:
ბ.ბ.ა) ძუძუთა გოჭისა და მაწოვარასთვის − 50 მმ;
ბ.ბ.ბ) გამოსაზრდელი ღორისათვის, სანეზვე ბურვაკისათვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის − 80 მმ.
3. იმ კონსტრუქციაზე ან ინსტალაციაზე, რომელშიც ნეზვი და სანეზვე ბურვაკი არიან განთავსებული, აკრძალულია მათი მიბმა.
4. ნეზვი და სანეზვე ბურვაკი უნდა ინახებოდეს კოლტად, დაწყებული ოთხი კვირის შემდეგ მომსახურებიდან მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე ერთი კვირით ადრე. ბაკს, სადაც კოლტი ინახება, გვერდები უნდა ჰქონდეს 2,8 მ-ზე მეტი სიგრძის. როდესაც კოლტში ინახება ექვსზე ნაკლები ინდივიდი, ბაკს, სადაც კოლტი ინახება, უნდა ჰქონდეს 2,4 მ-ზე მეტი სიგრძის გვერდები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გაუთვალისწინებლად, სადგომში 10-ზე ნაკლები ნეზვი და სანეზვე ბურვაკი შეიძლება ინახებოდნენ ინდივიდუალურად იმავე პუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მათ შეუძლიათ, ადვილად შემობრუნდნენ თავიანთ ბაკში/ფართში.
6. ამ წესის დანართი №1-ით − „ზოგადი და სპეციფიკური მოთხოვნები ნაწილი I“ განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ნეზვს და სანეზვე ბურვაკს უნდა ჰქონდეთ მუდმივი წვდომა მანიპულირებად მასალაზე, რომელიც, სულ მცირე, შეესაბამება ამავე დანართის შესაბამის მოთხოვნებს.
7. კოლტში შენახული ნეზვისა და სანეზვე ბურვაკის კვება უნდა განხორციელდეს ისეთი სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდისთვის საკმარისი საკვების მოპოვებას მაშინაც კი, როცა კონკურენციაა საკვებისთვის.
8. ყველა მშრალ მაკე ნეზვსა და სანეზვე ბურვაკს, შიმშილის დასაკმაყოფილებლად და ღეჭვის საჭიროების გათვალისწინებით, უნდა მიეცეს საკმარისი რაოდენობით ნაყარი ან ბოჭკოვანი საკვები, ასევე მაღალი ენერგეტიკული საკვები.
9. ღორები, რომლებიც უნდა ინახებოდნენ კოლტებად, განსაკუთრებით აგრესიულები, რომლებსაც თავს დაესხნენ სხვა ღორები ან არიან ავად ან დაშავებულები, შეიძლება, დროებით ინახებოდნენ ინდივიდუალურ ბაკში. ამ შემთხვევაში გამოყენებული ინდივიდუალური ბაკი საშუალებას უნდა აძლევდეს ცხოველს, ადვილად შემობრუნდეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კონკრეტულ ვეტერინარულ რჩევას.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-4 − მე-6 პუნქტებითა და მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სადგომზე, რომელიც ახ
Tags: საზოგადოება ევროკავშირი
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის