
სექსუალური აღზრდის წიგნში წარმოდგენილი რეკომენდაციების მიხედვით, მშობლებმა მცირეწლოვან შვილებს თავიანთი სექსუალური აქტი უნდა აყურებინონ
სოციალურ ქსელში სექსუალური აღზრდის წიგნიდან ე.წ.“სკრინშოტი“ გავრცელდა, რომლის თანახმადაც მშობლებს ურჩევენ, რომ მცირეწლოვანი შვილები მიიწვიონ საწოლში და თავიანთი სექსუალური აქტი აყურებინონ.
წიგნი, სახელწოდებით „სექსუალური განათლება 8-12 წლის ბავშვებისთვის: საბავშვო წიგნი კარგი მშობლებისთვის“, რომელიც ანა ლებლანკმა შეადგინა, ამაზონის გაყიდვებიდან მას შემდეგ იქნა ამოღებული, რაც წიგნის შინაარსით აღშფოთებულმა მკითხველებმა ათობით უარყოფითი კომენტარი და შეფასება დაწერეს.
Courage Is A Habit (სიმამაცე ეს ჩვეულებაა) ანგარიშმა, რომელიც განკუთვნილია „რიგითი მშობლისთვის გარკვეული იარაღის და სტრატეგიის შესაქმნელად, რათა მათ შეძლონ თავიანთი შვილების ინდოქტრინაციისგან დაცვა, რაც საშუალო სკოლებში მძვინვარებს“, Twitter-ის გვერდზე გაავრცელა აღნიშნული წიგნის ე.წ. „სკრინშოტები“, რომელიც მაშინვე ვირუსული გახდა.
„აი რას გულისხმობს დღეს სექსუალური განათლება. შემდეგ ჯერზე თქვენ შეხვდებით ვინმეს, ვინც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი კეთდება უსაფრთხოების/ინკლუზიურობის/ემპათიის გამო, აჩვენეთ მათ ეს და ნახეთ როგორი დიდი ძალისხმევით შეეცდებიან ამ ყველაფრის გამართლებას“, – წერია ანგარიშზე.
„სექსუალური განათლება 8-12 წლის ბავშვებისთვის: საბავშვო წინგი კარგი მშობლებისთვის“-ის 47-ე გვერდი მკითხველისთვის იმის განმარტებით იწყება, რომ „არაფერია უჩვეულო და დასაძრახისი იმაში, თუკი ბავშვები მშობლების სექსუალურ აქტს შეესწრებიან“.
„ბავშვი თანდათან უნდა გაეცნოს სექსუალური აქტის ჩვეულებრივ მექანიზმს და საშუალება მიეცეს, რომ შევიდეს მშობლების სიყვარულის წრეში, იმის მაგივრად, რომ ისინი სრულიად გაუცნობიერებლები დავტოვოთ და მუდმივად იმის ინტერესში ვამყოფოთ, თუ როგორ აკეთებენ ამას დედა და მამა“, – წერს წიგნის ავტორი.
იგი უფრო თამამ ნაბიჯს დგამს და მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვები საწოლში მიიწვიონ და აყურებინონ, თუ როგორ ხდება სექსით დაკავება.
„წაიყვანეთ თქვენი შვილები საწოლში და მიეცით საშულება, რომ თქვენს ინტიმურ ურთიერთობას უყუროს. ამაში არაფერია სასირცხვილო“, – მიმართავს იგი მშობლებს.
ამაზონის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სანამ წიგნს გაყიდვებიდან ამოიღებდნენ, შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ წიგნი მოუწოდებს ბავშვებს, რომ უყურონ თავიანთი მშობლების სექსუალურ აქტს და ისწავლონ ამის გაკეთება. ეს სრულიად მიუღებელია“.
აღშფოთებული მომხმარებლების მხრიდან წიგნთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის უარყოფითი კომენტარები მრავლად დაიწერა.
Tags: კულტურა აშშ საზოგადოება იდეოლოგია
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის