ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სერიის ბოლო,მეექვსე ეტაპი გაიმართება

ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სერიის ბოლო,მეექვსე ეტაპი გაიმართება

დღეს,25 ნოემბერს ფინეთის ქალაქ ესპოში დაიწყო,გრან-პრის სერიის ბოლო მეექვსე ეტაპი,ფიგურულ ციგურაობაში. სადაც,ცნობილი გახდება იმ მონაწილეების ვინაობა,რომლებიც  უკვე ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. 

7-11 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდება გრან პრის ფინალი.რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლებას მოიპოვებს,ეტაპების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე 6 სპორტული რეიტინგული წყვილი,ერთეული მოციგურავე მამაკაცი და ქალი,მოცეკვავე წყვილი. ფინეთში იასპარეზებენ:მორის ყვითელაშილი,ანასტასია გუბანოვა და მეტელკინა-პარკმანის  სპორტული წყვილი.

მიმდინარე შედეგების მიხედვით ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ ანასტასია გუბანოვა და მეტელკინა და დანიილ პარკმანის წყვილი,რომელთაც ფინალის საგზურისთვის ესპოში სულ ცოტა მე-2 ადგილი სჭირდებათ, ანასტასიამ კი მე-2 პოზიცია მაინც უნდა დაიკავოს,. 

დღეს უკვე თავიანთი მოკლე პროგრამებით წარსდგნენ სპორტული წყვილები, მეტელკინა-პარკმანი მოკლე პროგრამის შემდეგ მე-3 ადგილზე არიან 62,59 ქულით.

თავისუფალი პროგრამა გაიმართება ხვალ,25 ნოემბერს,რის შემდეგაც ცნობილი გახდება იმ 6 ფინალისტის წყვილის ვინაობა, რომლებიც,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,იტალიის ქალაქ ტურინში იასპარეზებენ. ხვალვე დასრულდება  შეჯიბრი.

Tags: მსოფლიო