ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაერთვენ

ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაერთვენ

 ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარეობს, თავიანთი  გამოსვლა დაასრულეს, 61კგ წონით კატეგორიაში - შოთა მიშველიძემ და გოდერძი ბერდელიძემ. 

გოდერძი B  ჯგუფში ასპარეზობდა. მან,  სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, თავი 120/124/126 კილოგრამს გაართვა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ქართველმა ძალოსანმა, აკვრაში 144/149/151 კილოგრამის აწევა მოახერხა და  B ჯგუფში მე-9 ადგილი დაიკავა. ორჭიდის ჯამში კი მოგროვილი 277 კილოგრამით  მეხუთე  ადგილას გავიდა. 

რაც,შეეხება შოთა მიშველიძეს, ძალოსანმა ატაცში, 130 კილოგრამი ასწია და მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო აკვრაში 155 კილოგრამის ძლევით მე-11 ადგილი დაიკავა, ორჭიდის ჯამში, 285  კილოგრამით კი მე-8 საფეხურზეა.

შეგახსენებთ,რომ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე,  სპორტსმენები, პარიზის 2024 წლის ოლიმპირი თამაშებისთვის, სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლადაც იბრძვიან.

Tags: სპორტი საქართველო