
ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას აგრძელებენ
ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე,ქართველი ძალოსნები გამოსვლას განაგრძობენ. გუშინ ფიცარნაგზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, 67 კგ წონით კატეგორიაში, გურამ გიორბელიძე გამოვიდა.
ჩვენებური B ჯგუფში ასპარეზობდა. სადაც, ატაცში 125/129 კილოგრამის აწევა მოახერხა და მე-7 ადგილას გავიდა.
ქართველმა ძალოსანმა, აკვრაში 155/160 კგ ასწია და მე-8 საფეხურზე გასვლა შეძლო. ორჭიდის ჯამში კი 289 კილოგრამით,მეცხრე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია,რომ გურამ გიორბელიძე პირველად ასპარეზობს დიდებში და სწორედ ამ,მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა დებიუტი.
Tags: სპორტი საქართველო
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის