
ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე კახი ასანიძემ იასპარეზა
ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, თავის გამოსვლა დაასრულა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ,რომელიც B ჯგუფში ასპარეზობდა.
ქართველმა ძალოსანმა, ატაცში 144/148 კილოგრამი დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო აკვრაში 174/179 კილოგრამის ძლევით მე-5 საფეხური დაიკავა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 327 კილოგრამით კი მეოთხე პოზიციაზეა.
Tags: სპორტი საქართველო
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის