თავისუფალი სტილით ნაკრები მსოფლიო თასზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

თავისუფალი სტილით ნაკრები მსოფლიო თასზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო თასზე,თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა A  ჯგუფში, მონღოლეთთან გამართა თავისი პირველი შეხვედრა, სადაც ჩვენმა მოჭიდავეებმა 7-3 დაამარცხეს მონღოლები.ამის შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდნენ.სადაც, სამწუხაროდ დავთმეთ შეხვედრა დიდი ანგარიშით 10-0 და გადავერთეთ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე, ბრინჯაოსთვის- მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდება. ფინალში, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი, ტრადიციული მეტოქეები აშშ და ირანი დაეჭიდებიან ერთმანეთს.


Tags: სპორტი საქართველო