მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსანმა  რეზი დავითაძემ გამოსვლა დაასრულა

მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსანმა რეზი დავითაძემ გამოსვლა დაასრულა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში  კვლავ მიმდინარეობს,ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი.

ქართველი ძალოსნები განაგრძობენ გამოსვლას, აღნიშნულ ტურნირზე. ფიცარნაგზე კიდევ ერთი ძალოსანი, 89 კგ. წონით კატეგორიაში რეზი დავითაძე ვიხილეთ. 

 ქართველმა ძალოსანმა ატაცში 165 კილოგრამი დაძლია და მე-7 ადგილი დაიკავა. 

 რეზიმ აკვრაში თავი 193 კილოგრამს გაართვა და მე-13 საფეხურზე გავიდა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 358 კილგრამით კი მე-8 ადგილზეა. 

აღსანიშნავია, რომ დავითაძეს შეჯიბრზე თავი, ტრავმამ შეახსენა.


Tags: სპორტი საქართველო