ბოგოტაში საქართველოს ძალოსანთა  ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა იასპარეზა

ბოგოტაში საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა იასპარეზა

ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების წევრმა ირაკლი ჩხეიძემ ასპარეზობა. დაასრულა.

ქართველმა  ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, თავი 165/170/174 კილოგრამს გაართვა და მე-6 ადგილი დაიკავა.

ჩვენებურმა აკვრაში, 207/213 კილოგრამი დაძლია და ასევე,  მე-6 საფეხურზე გავიდა.

ჩხეიძე ორჭიდის ჯამში მოგროვილი 387 კილოგრამით კი მეხუთე საფეხურზეა. 

 გარდა ამისა, ირაკლი   ჩხეიძემ აკვრაში საქართველოს რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც მანამდე ანტონ პლესნოის ეკუთვნოდა.

Tags: სპორტი საქართველო