
დიდი ეპოქა დასრულდა- შოჰეი ონომ კარიერა დაასრულა
ძიუდოს ლეგენდამ, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ორ გზის ოლიმპურმა ჩემპიონმა, შოჰეი ონომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვიტა მწვრთნელობას მიჰყოს ხელი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოჰეი აპირებს განაცხადი შეიტანოს, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ,საზღვარგარეთის მწვრთნელთა სასწავლო პროგრამაზე და იმედოვნებს, რომ ბრიტანეთში ისწავლის და ამ, ნაბიჯით გაჰყვება თავისი ყოფილ მწვრთნელის, კოსეი ინუეს კვალს. ისევე, როგორც მასაში ებინუმას, რომელიც ამჟამად გაერთიანებულ სამეფოშია.
მსოფლიო ჩემპიონატების,სამგზის ჩემპიონმა, ონომ მონაწილეობა მიიღო აპრილში, იაპონიის ჩემპიონატში, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მოპოვების შემდეგ არ დაბრუნებულა და არ უასპარეზია, ფიზიკური და გონებრივი მომზადების ნაკლებობის გამო.
30 წლის ონომ გამოტოვა, მიმდინარე თვეში ჩატარებული ტოკიოს გრანდ-სლემი, რის შემდეგაც უფრო რთული გახდა, მაისში დოჰაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.
შოჰეი ონომ, პირველად, სახელი გაითქვა 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც, გამარჯვება იპონებით მოიპოვა.
იმ შეხვედრების გარდა,სადაც იძულებული იყო, რომ გამოეტოვებინა ჭიდაობა ის, დაუმარცხებელია 2014 წლიდან, ინდივიდუალურ შეჯიბრებებში,
იაპონიის ყოფილმა მწვრთნელმა კოსეი ინოუემ მას "მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტი" უწოდა.
Tags: სპორტი საქართველო
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის