ტომ კიტინგმა, გუშინ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია დაასანქციროს ქვეყნის პირები ან მთელი ქვეყანა რუსეთის სანქციებისთვის გვერდის ავლის გამო

ტომ კიტინგმა, გუშინ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია დაასანქციროს ქვეყნის პირები ან მთელი ქვეყანა რუსეთის სანქციებისთვის გვერდის ავლის გამო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის სპეციალურმა მრჩეველმა, ტომ კიტინგმა, გუშინ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია დაასანქციროს ქვეყნის პირები ან მთელი ქვეყანა რუსეთის სანქციებისთვის გვერდის ავლის გამო, მაგრამ საქართველოს მსგავს ქვეყნებთან მკაცრი ზომების გატარება არ სურს.

,,ივნისში ევროკავშირმა [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების მე-11 პაკეტი მიიღო და ახლა ევროკავშირს აქვს უნარი და შესაძლებლობა, დაასანქციროს მესამე ქვეყნის პირები, ასევე, დაასანქციროს მთელი ქვეყანა სანქციებისთვის გვერდის შემოვლის გამო, ექსტრემალურ პირობებში. ჩვენ ვნახავთ, რომ ევროკავშირი უფრო მკაცრი გახდება და გზავნილები ბრიუსელიდან უფრო ძლიერი, მაგრამ ევროკავშირს არ სურს მძიმე სანქციების განხორციელება ამ ქვეყნების წინააღმდეგ. სასურველია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, თავისი სურვილით იყოს თანხვედრაში EU-ის სანქციებთან და შეიძლება, ამის საპასუხოდ საქართველომ მიიღოს თავისი სარგებელი, მაგალითად, ევროკავშირთან მოლაპარაკებების თვალსაზრისით”, – განაცხადა კიტინგმა.

Tags: ევროკავშირი საქართველო