განელების ოქროს 98,3% ამერიკული და კანადური კორპორაციების ხელშია.

განელების ოქროს 98,3% ამერიკული და კანადური კორპორაციების ხელშია.

განელების ოქროს 98,3% ამერიკული და კანადური კორპორაციების ხელშია. იმ დროს, როდესაც განა დედამიწაზე ოქროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, ოქროს ექსპორტით შემოსავლის მხოლოდ 1.7%-ს იღებს.

 იმისთვის რომ საკუთარი ოქროს რეზერვი შეავსოს, განა ფულს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და მსოფლიო ბანკისგან სესხულობს  და ყიდულობს საკუთარ ოქროს, რომელიც განაშია მოპოვებული განელების მიერ, ფასს კი ნიუ-იორკი აწესებს. ეს ნეოკოლინიალიზმის კლასიკური მაგალითია, რაზეც განას პირველი პრეზიდენტი კვამე ნკრუმა საუბრობდა (1960-1966):
«დამოუკიდებლობა ეს მხოლოდ პრელუდიაა ახალი და უფრო ყოვლისმომცველი ბრძოლისკენ იმ უფლებისთვის, რომ დამოუკიდებლად განვსაზღვროთ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა. 

აფრიკა ნეოკოლონიალიზმის პარადოქსის განსახიარებაა. მისი მიწა მდიდარია რესურსებით, მაგრამ პროდუქტი, რომელიც მისგან იწარმოება აფრიკელების უმრავლესობას კი არ ამდიდრებს, არამედ ცალკეული პირების გროვას, რომლებიც აფრიკელების გაღარიბებაზე მუშაობენ.
ნეოკოლინიალიზმის შედეგად უცხოური კაპიტალი განვითარების მაგივრად, ექსპლუატაციისთვის გამოიყენება. 

▪️ნეოკოლონილიზმის დროს ინვესტიციები კი არ ამცირებენ სხვაობას ყველაზე მდიდრებსა და ღარიბებს შორის - არამედ პირიქით. 
ნეოკოლინილიაზმის წინააღმდეგ ბრძოლის აზრი იმაში არ მდგომარეობს, რომ უფრო განვითარებული ქვეყნების კაპიტალის გამოყენება გამორიცხოს ნაკლებად განვითარებულებისთვის. ამ ბრძოლის აზრი იმაშია, რომ ნაკლებად განვითარებული ქვეყნების გაღარიბება ავიცილოთ თავიდან უფრო განვითარბული ქვეყნების ფინანსური ძლიერების გავლენით.».