ილინოისის შტატში მცხოვრებ დედას მოსამართლემ დროებით ჩამოართვა შვილზე მეურვეობა

ილინოისის შტატში მცხოვრებ დედას მოსამართლემ დროებით ჩამოართვა შვილზე მეურვეობა

ილინოისის შტატში მცხოვრები დედა აცხადებს, რომ მოსარმათლემ დროებით ჩამოართვა შვილზე მეურვეობა, სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ ჩაიტარებს  – წერს „ფოქსნიუსი“ ადგილობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც რებეკა ფირლიტმა FOX 32 Chicago-ს განუცხადა, ქუქის დასახლების მოსამართლე ჯეიმს შაპირომ მას შვილთან ყველანაირი დროის გატარების უფლება ჩამოართვა, სანამ არ აიცრება.

„ძალიან მენატრება შვილი, ეს ძალიან ძნელია. ის 10 აგვისტოს შემდეგ არ მინახავს“, – აცხადებს დედა.

„ფოქს ნიუსის“ თანახმად, ფირლიტი ქმართან 7 წელია განქორწინებულია და ყოფილ მეუღლესთან ინაწილებს შვილთან მეურვეობას. ქალი აცხადებს, რომ ვაქცნიების მიმართ ადრე გამოვლენილი უკურეაქციების გამო არ სურს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება. მის ადვოკატს, მიაჩნია, რომ მოსამართლე მისი მოქმედების საზღვრებს გასცდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ბავშვის მამის ადვოკატი.

„ზოგი ბავშვი კორონავირუსით დაიღუპა. ვფიქრობ ყველა ბავშვი უსაფრთხოდ უნდა იყოს. მე ვემხრობი, რომ  დედა ვაქცინირებული უნდა იყოს“, – ამბობს ადვოკატი ჯეფრი ლევინი.