ტრანსგენდერი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი "წლის სპორტსმენის" ჯილდოს მფლობელი გახდა

ტრანსგენდერი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი "წლის სპორტსმენის" ჯილდოს მფლობელი გახდა

ტრანსგენდერი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი, რომელიც იყო პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ქალთა ოლიმპიურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტმა, მიუხედავად იმისა რომ ის ბიოლოგიურად მამაკაცია, დაასახელა "წლის სპორტსმენად".

ჰაბბარდმა ამ წლის დასაწყისში სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 87+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა ძალოსნობის შეჯიბრებაში.

ჰაბარდმა სქესი შეიცვალა ცხრა წელზე მეტი ხნის წინ. ადრე, ჰაბარდი მონაწილეობდა "ახალი ზელანდიისთვის, როგორც 20 წლის უმცროსი ახალგაზრდა სპორტსმენი", ამის შემდეგ კი მან შეიცვალა სქესი და დაბრუნდა კონკურსში, როგორც ტრანსგენდერი ქალი 2017 წელს.

ჰაბარდი "მადლიერია ოტაგოს უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისგან მიღებული მხარდაჭერისა და სიკეთისთვის", ნათქვამია სპორტსმენის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაში.

”შეუძლებელია სპორტსმენებმა დაასრულონ ოლიმპიური ასპარეზობა მეგობრების, ოჯახის და მხარდამჭერების წახალისების გარეშე. ეს ჯილდო ეკუთვნის ყველას, ვინც ჩემი ოლიმპიური მოგზაურობის ნაწილი იყო, ” - დასძინა ჰაბარდმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაბარდმა სახელი გაითქვა იმით, რომ იყო პირველი ტრანსგენდერი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქალთა ოლიმპიურ ღონისძიებაში, ჰაბარდმა ოლიმპიურ შეჯიბრებაში ვერცერთი საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვა.

”ჩვენ ვაღიარებთ, რომ სპორტში გენდერული იდენტობა არის უაღრესად მგრძნობიარე და რთული საკითხი, რომელიც მოითხოვს ბალანსს ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობას შორის სათამაშო მოედანზე,”. ახალი ზელანდიის გუნდი ვალდებულია მხარი დაუჭიროს ყველა ახალ ზელანდიელ სპორტსმენს ოლიმპიურ თამაშებზე, უზრუნველყოს მათი გონებრივი და ფიზიკური კეთილდღეობა მსოფლიო ასპარეზზე ასპარეზობისას.”